ავტორი:

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს - ის ოჯახთან ერთად სატვირთო მანქანაში ცხოვრობდა

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს - ის ოჯახთან ერთად სატვირთო მანქანაში ცხოვრობდა

„ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს. თურქი სამართალდამცველების მტკიცებით, 65 წლის რასმია ავადს ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ აზაზში რეიდისას მიაგნეს.

ბაღდადიმ თავი აშშ-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას აიფეთქა. მისი გარდაცვალება დონალდ ტრამპის წარმატებად მიიჩნიეს, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ სირიასა და სხვა ქვეყნებში კვლავ საშიშროებად რჩება.

ერთ-ერთმა თურმა მაღალჩინოსანმა „როიტერსთან“ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადის დის დაკავებამ, შესაძლოა, ჯიჰადისტური დაჯგუფების შიდა სამუშაოები გამოამჟღავნოს. მისი თქმით, ქალი „ინფორმაციის ოქროს საბადოა“, რადგან ის „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ფლობს.

რასმია ავადის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ალ-ბაღდადის რამდენიმე ძმა და და ჰყავდა, თუმცა არ არის ცნობილი, არიან თუ არა ცოცხლები.

ავადი სატვირთო მანქანაში იპოვეს, სადაც ის ქმართან, რძალთან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ამერიკელმა სამხედროებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სირიაში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც მან თავი აიფეთქა.

"ევროპა უფსკრულის პირასაა" - ემანუელ მაკრონი

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს

როდესაც ყოველ დილას მეტროთი პრეზიდენტთან ერთად მგზავრობ - ავსტრიის პირველი პირი დაცვის გარეშე დადის