ავტორი:

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ითრევს" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ  სკანდალებს

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განვითარებულ სკანდალურ პროცესებს რუსული მედია ეხმაურება. სინოდის სხდომის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე არაერთი რუსული ინტერნეტ-გამოცემა წერს.

"86 წლის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, 49 წლის მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, საშინელ ცოდვაში დაადანაშაულა და, რაც მთავარია, ამდენი დღის მერეც უკან არ იხევს. მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, პატრიარქის მიმართ გაკეთებული უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, მონასტერში გაამწესეს.

საქართველოს საპატრიარქოში სკანდალი რამდენიმე დღით ადრე დიწყო, როდესაც კიდევ ერთი მეუფის, იაკობ იაკობიშვილის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნები საეკლესიო გადატრიალების ორგანიზებას გეგმავდნენ, მათ შორის იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ასევე მომქედი პრემიერი, გიორგი გახარია. სასულიერო პირის თქმით, პირველ პირებს 86 წლის პატრიარქის შეცვლა სურდათ. გეგმის განსახორციელებლად, რამდენიმე ვერსია, მათ შორის პატრიარქის მკვლელობა განიხილებოდა. თუმცა, მოგვიანებით, მეუფე იაკობმა თავისი სიტყვები მოინანია.

პრემიერმა გახარიამ სასულიერო პირის განცხადებას ქართულ ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა უწოდა", - წერს Currenttime.tv, რომლის ცნობითაც, "საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საპატრიარქოს შორის ღია კონფლიქტი არ არსებობს, თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩმევს, რომ სასულიერო პირის განცხადებით პროკუატურა უნდა დაინტერესდეს".

"არაერთი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ეკლესია ყველაზე გავლენიან ინსტიტუტად მიიჩნევა, პატრიარქი კი - ყველაზე ავტოტირეტულ ფიგურად, თუმცა ბოლო წლებში ის მძიმედ ავადმყოფობს. სწორედ ამიტომ ანალიტიკოსები უფრო და უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ შიდა საეკლესიო კრიზისი და ჯგუფებს შორის ბრძოლა მწვავე ფაზაში გადადის", - წერს იგივე გამოცემა.

Aif.ru-ს (Аргументы и Факты) ცნობით კი, საქართველოს საპატრიარქოში ბოლო წლებში მესამე სკანდალი მოხდა. 2018 წლის დასაწყისში დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში ციანიდის გამო დაიჭირეს, რომელიც მას, არსებული ინფორმაციით, გერმანიაში მიჰქონდა, სადაც სამკურნალოდ ქართველი პატრიარქი ილია II იმყოფებოდა. მოგვიანებით, ის გაასამართლეს და დააპატიმრეს.

"ამას მოჰყვა მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება, "პატრიარქის მოშორებაზე", რამდენიმე დღის შემდეგ კი, მუეფე პეტრე ცაავას ბრალდებები. ის წმინდა სინოდში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იყო მიჩენული და საკლესიო საკითხებში განსხვავებული აზრის გამოქმთასაც არასდროს ერიდებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

Ria.ru-ს ცნობით კი, NDI-ს გამოკითხვის შედეგებით, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლიდერობს.

"ქართველ ხალხს განსაკუთრებული დამოკიდებუოება აქვს პატრიარქის მიმართ. ყოველ კვირას, სამების საკათედრო ტაძარში ზღვა ხალხი მიდის, რათა მის საკვირაო ქადაგებას მოუსმინოს, ახლოდან ნახოს და ხელზე შეეხოს, ეს მათთვის დიდი მადლი და ბედნიერებაა. პატრიარქი დღესასწაულებზე ადგილობრივ ოჯახებში ყოველ მესამე შვილს ნათლავს. ყველა მრავალშვილიანი ოჯახი ცდილობს პატრიარქი მათი შვილის ნათლია გახდეს და ამით ოჯახში მადლი შეიტანოს", - წერს გამოცემა.

"ილია II-ს პოლიტიკური მორევი ექაჩება" - ამ სათაურით ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს გარშემო აგორებულ სკანდალებს Независимой газета. როგორც გამოცემა ქართულ მედიაზე დაყრდნობით წერს, "ცოტა ხნის წინ პატრიარქს გადადგომას აიძულებდნენ, რაც თავად პატრიარქმა უარყო. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და გამოიკვეთება თუ არა, რომელიმე პოლიტიკური მხარის ინტერესი".

რუსი ინტერნეტ-მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში განვითარებული პროცესები ორი ქვეყნის ერთმანეთისგან სულ უფრო დაშორებას ცხადყოფს.

"რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში ამ თემაზე ასე ღიად ისაუბრებდნენ, მით უფრო სასულიერო პირებზე. აი, ეს მოგიტანათ ევროპამ"

"იქ პროევროპელების მთელი ბანდაა, რომელიც ქვეყანას კაცმა არ იცის, საით ექაჩება"

"ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ინტრესები დგას. ერმაც და ბერმაც ერთმანეთისთვის ათასნაირი სიბინძურის დაბრალება დაიწყეს, ისე, როგორც ეს ამერიკულ სენატში ხდება", - წერენ რუსები გამოცემა vz.ru-ს (ВЗГЛЯД) მიერ მომზადებული პუბლიკაციის კომენტარებში.

სომხეთის პარლამენტის შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა

როგორ ეხმაურება უცხოური მედია საქართველოში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

მაიკ პომპეო - "კაგებეს" ყოფილი ოფიცრის მიერ მართული რუსეთი, მეზობლებს იპყრობს