ავტორი:

"კიანუს სურს, ცხოვრება მასთან ერთად გაატაროს და ეს არავისთან დამალოს" - რივზი შეყვარებულია

"კიანუს სურს, ცხოვრება მასთან ერთად გაატაროს და ეს არავისთან დამალოს" - რივზი შეყვარებულია

კიანუ რივზი და და მისი ბიზნესპარტნიორი ალექსანდრა გრანტი, როგორც ჩანს, ბევრად მეტი არიან ერთმანეთისთვის, ვიდრე უბრალოდ მეგობრები. მართალია, მედიასაშუალებების ნაწილი წერდა, რომ მათ შორის რომანტიკული გრძნობები არ იყო, თუმცა მსახიობთან დაახლოებული ადამიანები ამტკიცებენ, რომ კიანუ შეყვარებულია და ამ ურთიერთობის დამალვას არ აპირებს.

55 წლის რივზი და 46 წლის გრანტი ღონისძიებაზე LACMA Art + Film ერთად გამოჩნდნენ და ხალიჩაზე ხელჩაკიდებულებმა გაიარეს.

„კიანუს სურს, ცხოვრება მასთან ერთად გაატაროს და ეს არავისთან დამალოს. ის ძალიან ბედნიერია, რომ გვერდით ალექსი ჰყავს,“ - განაცხადა ჟურნალთან People მსახიობთან დაახლოებულმა პირმა.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრები მათ წლის დასაწყისში დაიწყეს, თუმცა გასაჯაროება არ სურდათ.

რივზისა და გრანტის თანამშრომლობა პირველად 2011 წელს შედგა - მსახიობის წიგნის Ode to Happiness ილუსტრაციებზე ალექსანდრამ იმუშავა.

"ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, კინოთეატრებმა არ გააუქმა ჩვენება" - როგორ ეხმაურება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი გუშინდელ მოვლენებს

ყველაფერი თავის მოვლისთვის ერთ სივრცეში - Beauty Exhibition 2019 იწყება

"ამ ეტაპზე თვალს ბოლომდე ვერ ვახელ" - მსახიობს, რომელსაც 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვია მოხვდა, მხედველობა ჯერ არ აღდგენია