ავტორი:

კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

კონკრეტულად რა იცვლება მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე  - დეტალები კანონპროექტიდან

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომლების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება. უფრო კონკრეტულად, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

შს სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.

„ნასვამობასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია კონკრეტულად ვისაუბროთ იმ პრომილეებზე, რაც ალბათ აინტერესებთ მოქალაქეებს. ჩვენ არაერთხელ ვითხოვდით ადმინისტრაციულ პატიმრობას კონკრეტულად ამ დარღვევაზე, რადგან ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია. რაც შეეხება ცვლილებებს, თუ მაგალითად ამ დრომდე იყო მხოლოდ მართვის მოწმობის 1 წლიანი ჩამორთმევა, ცვლილებების მიხედვით, მიდგომები მკაცრდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქამდე არ გვქონია პასუხისმგებლობა ისეთ შემთხვევებზე, თუ ამ 1 წლის განმავლობაში პირი კვლავ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს. ცვლილებების თანახმად, უკვე ადმინისტრაციული სახდელი შემოდის. კერძოდ, მე-2 დარღვევაზე მძღოლს 3-დან 15 დღემდე პატიმრობა, ხოლო მე-3 შემთხვევაზე 10-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება. კანონი ემსახურება იმას, კონკრეტულად ამ დანაშუალს ისეთი პასუხისმგებლობით მივუდგეთ, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაშია. ხაზგასასმელია, ისიც რომ როდესაც ამ ტიპის ცვლილებები შედის კანონში, მძღოლების მხრიდან ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა იგრძნობა,“ - აღნიშნა ლალიაშვილმა.

რაც შეეხება ალკოჰოლური თრობის ქვეშ ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით, კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:

  • სისხლში ეთინოლის 0,3 პრომილედან - 0,7 პრომილემდე შემცველობაზე - 500 ლარი და 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა; წაიკითხეთ სრულად

რა ბედი ელის ფილარმონიას - ეკონომიკის სამინისტრომ საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას უჩივლა

როდიდან გაიზრდება მინიმალური ანაზღაურება საქართველოში  - 23 ათასზე მეტ ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს

სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?