სამედიცინო ტექნოლოგია და აღჭურვილობა, ლაბორატორია და დიაგნოსტიკა, ფარმაკოლოგია, საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო სახარჯი მასალები - გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია თბილისის მედიცინის ფორუმს 8-10 ნოემბერს უმასპინძლებს. თბილისის მედიცინის ფორუმი ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება და დამთვალიერებელს 11:00-დან 19:00 საათამდე მიიღებს.
"გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა ერთ სივრცეში გაეცნოს მედიცინის სფეროში არსებულ ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს, მოიძიოს პარტნიორები და დაესწროს დარგობრივ კონფერენციებსა და მასტერკლასებს“ - ამბობს გამოფენის ორგანიზატორი.
გამოფენის პარალელურად გაიმართება დარგობრივი კონფერენციები: 8 ნოემბერი - 12:00-18:00 - საქართველოს უროლოგთა ასოციაცია - „მამაკაცის ჯანმრთელობა“ 9 ნოემბერი - 12:00-18:00 - საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია - „სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის ძირითადი საკითხები“ 9 ნოემბერი - 14:00 - ალპენფარმა - „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი“ 9 ნოემბერი - 14:40 - ალპენფარმა - „ხშირად მოავადე ბავშვი“ 9 ნოემბერი - 16:00 - ალპენფარმა - „მწვავე ქრონიკული გასტრიტი“ 10 ნოემბერი - 11:00-18:00 - საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია - „სახიფათო ნარჩენების მართვა სტომატოლოგიურ კლინიკებში“ 10 ნოემბერი - 11:00-16:00 - საქართველოს ანგიოლოგთა ასოციაცია - „თანამედროვე მიდგომა თრომბოზის პრენეციისა და მკურნალობისთვის“.