ავტორი:

"ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა..." - ვინ იყო ბათუმში მშენებლობაზე გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა

"ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა..." - ვინ იყო ბათუმში მშენებლობაზე  გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა

ბათუმში უბედურ შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. იგი კიროვისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც მეათე სართულიდან გადმოვარდა. გარდაცვლილი 23 წლის ანრი მახარობლიძეა, რომელიც ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათიდან იყო.

ახლობლების ინფორმაციით, მახარობლიძე დაზიანებულ ამწეზე თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, ანრისთან მყოფმა მამაკაცმა მეათე სართულის აივანზე გადახტომა მოასწრო, რის შედეგადაც სიკვდილს გადაურჩა.

ახლობლები ამბობენ, რომ ანრი მახარობლიძე ახალი დაოჯახებული იყო. მათი თქმით, ახალგაზრდას ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა. იგი მეუღლემ და ახლობლებმა გარდაცვლილი უკვე კლინიკა "მედცენტრში" ნახეს, სადაც მშენებლობიდან ჩამოვარდნის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

მთელი დღის გამავლობაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო, რამაც 23 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ფაქტზე გამოძიება სამართალდამცავებმა "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შესრულებისას წესების დარღვევას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ჟურნალისტი ნინო სუ­ლა­ბე­რი­ძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

"ყაურმის ფონზე ჩემი გებჟალიის გაგდება უსამართლობა იყო" - რას ამბობს ანუკი ბიწაძე "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

"უკვე არსებობს გზები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ აშშ-ში" - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი