ავტორი:

"ყაურმის ფონზე ჩემი გებჟალიის გაგდება უსამართლობა იყო" - რას ამბობს ანუკი ბიწაძე "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

"ყაურმის ფონზე ჩემი გებჟალიის გაგდება უსამართლობა იყო" - რას ამბობს ანუკი ბიწაძე "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

ანუკი ბიწაძე საზოგადოებამ "მასტერშეფიდან" გაიცნო. მის გამოსვლას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინდელი ეთერის შემდეგ კი მან პროექტი დატოვა. გადავწყვიტეთ მასთან გასაუბრება, რათა ჩვენი ინტერვიუთი ანუკი უკეთ გაიცნოთ.

- რატომ გადაწყვიტე "მასტერშეფში" მონაწილეობა?

- მომწონს კულინარია და ვფიქრობ,რომ კარგად გამომდის, ამიტომ ვცადე, რატომაც არა?!

- ინფლუენსერობა უკეთ გამოგდის თუ მზარეულობა?

- ორივე განსხვავებული მხარეა. მზარეულობა არის უფრო ოჯახური საქმე, რომელსაც ყოველდღე ვაკეთებ და მსიამოვნებს კიდეც. ინფლუენსერობა არის ერთგვარი შემოსავლის წყარო, რომელსაც ასევე სიამოვნებით ვაკეთებ, უბრალოდ, მას სხვა დატვირთვა აქვს ჩემს ცხოვრებაში. ვერ გამოვყოფ, რომელი უკეთ გამომდის, ალბათ, ორივე ერთ დონეზე.

- რომელია ის სამი სიტყვა,რომელიც აღწერს შენს დამოკიდებულებას კულინარიისადმი?

- კრეატივი, თანამედროვე, განსხვავებული.

- რას ეტყოდი ადამიანებს, რომლებიც უარყოფით კომენტარებს წერენ?

- დამოკიდებულება საერთოდ არ მაქვს მათ მიმართ. ემოციასაც არ იწვევენ ჩემში, არც ვბრაზდები. ალბათ, ერთი მხრივ, ეს ასეც უნდა იყოს. არ შეიძლება, ყველას მოვწონდე და ამის პრეტენზიაც არ მაქვს. მეორე მხრივ, ის კომენტარები იმდენად არაადეკვატურია და იმდენად არ ზის არაფერში, რომ ვერ ვხვდები, რა ემოცია უნდა მქონდეს. მგონია, რომ იგნორი ყველაზე კარგი საშუალებაა ასეთი კომენტარების კითხვის დროს.

-კერძი,რომელიც მეგობრებს ყველაზე მეტად მოსწონთ...

- ყველაზე ძალიან მოსწონთ ბურგერები. ბევრნი არიან და ყველაზე მარტივად ვუკეთებ.

-რომელი პროდუქტის გარეშე ვერ წარმოგიდგენია სამზარეულო?

- მარილი.

-კერძი,რომელსაც არ შეჭამდი...

- ბეკონიანი შუ...წაიკითხეთ სრულად

LIVE: პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა პარლამენტთან - კადრები ადგილიდან

"ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი" - პატრიარქის საკვირაო ქადაგება