Mazda-ს ჩია კროსოვერი 2011 წელს გამოჩნდება

Mazda-ს ჩია კროსოვერი 2011 წელს გამოჩნდება

წლის ბოლოს კომპანია Mazda ბაზარზე კომპაქტურ კროსოვერს წარმოადგენს, რომლის სახელწოდება CX-5 იქნება.

ახალი ავტომობილი გარეგნულად კონცეპტ-ქარის Kazamai-ის სტილისტიკას იმეორებს. ბოლო მონაცემებით, კომპაქტური კროსოვერი სამ და ხუთკარიანი მოდიფიკაციებით იქნება წარმოდგენილი და Mazda-ს ავტომობილთაგან პირველი გახდება, რომელიც Sky-ს ოჯახის ძრავითა და ტრანსმისიით აღიჭურვება.

Sky-ს ბენზინის ძრავებში ტექნიკური სიახლეების დანერგვის გამო მექანიკური დანაკარგები მაქსიმალურად შემცირებულია, რაც სხვასთან ერთად, საწვავისა და ჰაერის უკეთესი ნარევის ხარჯზე მიიღწევა. არსებობს ვარაუდი, რომ Sky-ს ძრავა თავის ანალოგებზე 30%-ით ეკონომიურია.

აღსანიშნავია, რომ Mazda CX-5 თავის კონკურენტებზე 100 კგ-ით მსუბუქი იქნება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)