ავტორი:

ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა... - სანდრო ბრეგაძე

ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა... - სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ რეჟისორმა ლევან აკინმა ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" არასრულწლოვანი ბავშვები მოტყუებით გადაიღო. აღნიშნულის შესახებ სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც გუშინ, კინოთეატრებთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მას დღეს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ ფილმში მოტყუებით გადაიღეს.

„დღეს ან ხვალ პროკურატურაში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, მშობლები მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ლევან აკინისა და ამ ფილმის შემქმნელების მიმართ. მე დამიკავშირდა მშობელი, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულში ლევან აკინმა მოტყუებით ბავშვები წაიყვანა ქალაქგარეთ და ისინი გარკვეულ სცენებში გადაიღო. აკინმა ისინი მოატყუა, თითქოს, საბავშვო ფილმს იღებდა ქართულ ცეკვაზე. რეალურად, ეს ბავშვები გეიპროპაგანდისტული ფილმისთვის გამოიყენა. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლევან აკინს. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა მითხრა, 5-6 ბავშვზეა საუბარი, კადრებიც გამომიგზავნა, სადაც მისი შვილია გადაღებული", -განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, გუშინ სამართალდამცავებმა "ქართული მარშის" 5 წევრი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ

"ნიკა მელიას ტემპერატურის მატება არ აღენიშნება, მან ტესტის ჩატარებაზე უარი თქვა" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური?

დაპირისპირება აბასთუმანში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის - არსებული ინფორმაციით, ყოველივეს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი კი დაჭრილია