ავტორი:

"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია:

1. მენტალიტეტი

- 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი ერთ ჩემს თანაკლასელს, რომელსაც სახლში ძველი დივანი ედგა. როგორც კი უფროსები თვალს მოგვაშორებდნენ, მაშინვე ამ დივანზე ხტუნვას ვიწყებდით. ძალიან მოგვწონდა: ზამბარები ამოცვენამდე იყო, ყოველ ახტომა-დახტომაზე მტვრის კორიანტელი დგებოდა.

ამ სახლში ოცი წლის შემდეგაც მომიწია სტუმრობამ. ყველაფერი ისევ ისე იყო. ის დივანიც კი, რომელზეც ვხტუნაობდით. გარემო დიდად არც შეცვლილიყო, მაგრამ ახლა უკვე შემძრა იმ გაჭირვებულმა ყოფამ, იმ სიღარიბემ, რომელიც ირგვლივ გამეფებულიყო. გონებაში ვითვლიდი, რა ეღირებოდა ახალი დივანი, დამტვრეული სკამების, გაბზარული სარკის და ჭურჭლის გამოცვლა. სანამ ვსაუბრობდით წარმოსახვაში ვათეთრებდი ჭერს, ვცვლიდი შპალერს. მინდოდა მწერების მიერ დასვრილი ფანჯრები დამეწმინდა, დივნის ქვეშიდან გამომეყარა ჯოხები და მუყაოს ნაგლეჯები, გაბზარული ქოთანი… "ეგებ ფინანსურად უჭირს" - გავიფიქრე უცებ… მაგრამ ტვინი შემეწინააღმდეგა, ხომ შემეძლო მეყიდა თუნდაც ძალიან იაფიანი მაგიდის გადასაფარებელი? საითაც გავიხედე, ყველგან სიბინძურე, ჭუჭყი, ლაქები და ნაგავი დავინახე.

მერე ასეთი კითხვა დამებადა: როგორ ფიქრობ, რატომ ახლავს სიღარიბეს სიბინძურე მუდამ? ჰოდა მეც გეკითხებით…

თუნდაც სიტყვა "ყოველთვის" შევცვალოთ სიტყვებით - "თითქმის ყოველთვის" ან "ხშირად", გვერდს მაინც ვერ ავუვლით ამ ფაქტს. სიბინძურე უფულობის გამოვლინება არამც და არამც არ არის, ეს მენტალიტეტია. აბა დაფიქრდით: ჭუჭყი - ეს შესაბამისი მენტალიტეტის გამოვლინებაა და რადგან სიღარიბე და სიბინძურე ძალიან მეგობრობენ, სიღარიბეც თავისებური მენტალიტეტია.

მომავლის მოლოდინით ცხოვრებას გაპარტახებამდე მივყავართ

2. მეშჩანობა

სკოლაში ლიტერატურას ერთი შესანიშნავი მასწავლებელი მასწავლიდა, თამარა ერქვა, ჭკვიანი და ძალიან გამჭრიახი ქალი იყო. ერთხელ ისეთი ფრაზა თქვა, გონებაში ჩამრჩა და მთელი ცხოვრებაა მახსოვს. ვიღაცამ ჰკითხა, მეშჩანობა რას ნიშნავსო და უპასუხა: "მეშჩანობა ძველი, გაბზარული ჭიქიდან წყლის დალევაა, როცა განჯინაში ახალი გიდევსო". ჩვენს სამშობლოში ეს ძალიან დიდი ხნის პრაქტიკაა. ჭირისთვის გადანახული ფული და ლხინისთვის გადანახული ჯამ-ჭურჭელი, ავეჯი, ტანსაცმელი… არადა, ეს ლხინიც ძალიან იშვიათად დგება, ჭირი კი იცოცხლე… ის, ვინც მომავლის მოლოდინით ცხოვრობს, მისთვის მომავალი არასდროს დგება. ჰოდა მაშინ მივხვდი: სირცხვილია სიღარიბე, სირცხვილია სიბინძურე, სირცხვილია მენტალურად ამ დონემდე გაპარტახება, რომელიც აისახება მთელს ოჯახზე, ბავშვების მენტალიტეტზე. წაიკითხეთ სრულად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ