ავტორი:

63 წლის ცნობილმა რუსმა პროფესორმა 24 წლის შეყვარებული მოკლა

63 წლის ცნობილმა რუსმა პროფესორმა 24 წლის შეყვარებული მოკლა

ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა საყვარელი ქალის მკვლელობა აღიარა - BBC-ის ინფორმაციით, ის მდინარეში იპოვეს ზურგჩანთით, რომელშიც ქალის მოკვეთილი ხელები იდო.

63 წლის ოლეგ სოკოლოვი ნასვამი იყო და როდესაც მოკლული ქალის დანაწევრებული სხეულის მდინარეში გადაგდებას ცდილობდა, თვითონაც წყალში ჩავარდა.

24 წლის ანასტასია იეშჩენკოს ცხედრის ნაწილები პოლიციამ მოგვიანებით პეტერბურგში, ისტორიკოსის სახლში იპოვა.

VIDEO: კადრებში ჩანს, როგორ გადააგდო სტუდენტის დანაწევრებული ცხედარი პროფესორმა მდინარეში

პროფესორ სოკოლოვის ადვოკატი ალექსანდერ პოჩუიევი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს ნანობს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სოკოლოვმა პოლიციას განუცხადა, რომ შეყვარებული ჩხუბის დროს მოკლა, შემდეგ კი დაანაწევრა. მან გადაწყვიტა, ქალის სხეული მდინარეში გადაეგდო, შემდეგ კი ნაპოლეონის სამოსში გამოწყობილს თავი საჯაროდ მოეკლა.

იეშჩენკო პეტერბურგში სასწავლებლად იყო ჩასული, მანამდე ის კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდა.

„ანასტასია მშვიდი, საყვარელი და ყოველთვის იდეალური სტუდენტი იყო. მათი ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდა,“ - განაცხადა გოგონას ნაცნობმა ჟურნალისტებთან.

იეშჩენკო საფრანგეთის ისტორიას სწავლობდა, მან და სოკოლოვმა რამდენიმე საერთო ისტორიული ნაშრომი გამოაქვეყნეს. წყვილს მოსწონდა ისტორიული სამოსის ჩაცმა, სოკოლოვი ნაპოლეონის ფორმით ხშირად ჩნდებოდა, ის ფრანგი იმპერატორის დიდი თაყვანისმცემელია.

ანასტასიას ძმამ რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ მკვლელობის დღეს, დილით დამ დაურეკა, ტიროდა და აღნიშნა, რომ სოკოლოვთან ეჭვიანობის გამო ჩხუბი მოუვიდა - გოგონა სტუდენტურ საცხოვრებელში აპირებდა დარჩენას, რაც მისმა საყვარელმა სასტიკად გააპროტესტა.

მოგვიანებით ანასტასიასთან კიდევ ისაუბრა, გოგონამ უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ეს მათი ბოლო სატელეფონო საუბარი იყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

მსოფლიო მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებზე - "20 000 ადამიანი მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა"

ვენეციას წყალდიდობის მორიგი ნაკადი დაატყდა თავს - დაკეტილია სკოლები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ - საერთაშორისო გამომძიებლების განცხადება