ავტორი:

რატომ მივიდა "მასტერშეფში" და ვინ დააშორა დიმუ მენაბდე თინა მახარაძესთან - "მტკივნეული იყო დაშორება, ძალიან კარგად ვიყავით"

რატომ მივიდა "მასტერშეფში" და ვინ დააშორა დიმუ მენაბდე თინა მახარაძესთან - "მტკივნეული იყო დაშორება, ძალიან კარგად ვიყავით"

28 წლის დიმუ მენაბდე ყვითელი პრესისთვის საინტერესო რამდენიმე წლის წინ იმის გამო გახდა, რომ სკანდალური მსახიობის თინა მახარაძის შეყვარებული იყო. თინა აპირებდა საყვარელი მამაკაცი ამერიკაში წაეყვანა, სადაც სასწავლებლად წავიდა, თუმცა ეს ვერ შეძლო.

დიმუ მენაბდე რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო კულინარიულ პროექტ "მასტერშეფში" გამოჩნდა და მაყურებელს თავი დანახვისთანავე დაამახსოვრა. ისევე როგორც ჟიურის სხვა წევრებმა, საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ის შეფ კონსტანტინე თედელურს მიამსგავსა, დიმუს ვიდეოს კომენტარებში კი უამრავი შეკითხვა მისი და თინა მახარაძის შესახებაც გაჩნდა.

"რეიტინგი" "მასტერშეფის"ათეულის კონკურსანტს უფრო ახლოს გაგაცნობთ:

- პროფესიით ხმის ინჟინერი ვარ, ლონდონში დავეუფლე ამ პროფესიას და პარალელურად იქ ბარებში ვმუშაობდი. სამზარეულოში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და ამიტომ გადავწყვიტე „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება, მაინტერესებდა რა შესაძლებლობები მქონდა.

15 წლის ვიყავი როდესაც ინგლისში წავედი, ორი არჩევანი მქონდა - ან მიმტანი უნდა ვყოფილიყავი ან სამზარეულოში მემუშავა. თავდაპირველად მიმტანად დავიწყე, მაგრამ არ მომეწონა, გადავედი სამზარეულოში, სადაც ორი წელი ვიმუშავე, შემდეგ თბილისში დავბრუნდი და ვმუშაობ ჩემი საქმიანობით. ახლა ერთ-ერთი ბარის მეწილე ვარ.

- მაყურებელმა და ჟიურიმაც ჟიურის ერთ-ერთ წევრს, შეფ კონსტანტინე თედელურს მიგამსგავსათ, თქვენც ასე ფიქრობთ?

- ორი სხვადასხვა ადამიანი ვართ, უბრალოდ ორივეს გვაქვს ულვაში და გრძელი თმა. ეს შოუს დაგეგმილი ნაწილი არ ყოფილა, მაგრამ როცა მივედი რამდენიმე ადამიანმა მიმამსგავსა. ჩემს "ფეისბუქზეც" თუ ნახავთ, სულ სხვადასხვანაირად გვაქვს თმაც და წვერიც.

- თქვით, რომ ინგლისში ცხოვრობდით 5 წელი, რატომ დაბრუნდით საქართველოში?

- 20-21 წლის ასაკში დავბრუნდი საქართველოში, ცოლი მოვიყვანე და დავბრუნდი. იმ მომენტში უფრო კომფორტული იყო აქ ცხოვრება. ლონდონში დატვირთულია ცხოვრება, ბევრი უნდა იშრომო საშუალო დონეს რომ მოაღწიო.

შესაძლოა ამ ასაკში აქ არ დავბრუნებულიყავი, მაგრამ მაშინ ასე მოხდა. მოკლედ, დავბრუნდი, ცოლი მოვიყვანე და ერთ წელიწადში დავამთავრეთ ურთიერთობა.

- როცა „მასტერშეფის“ გვერდზე თქვენი ვიდეო დაიდო, უამრავი კომენტარი გაჩნდა, ხალხს აინტერესებს თქვენ და თინა მახარაძე ისევ ერთად ხართ თუ დაშორდით?

- თინა ამერიკაშია, მე აქ. შეყვარებულები აღარ ვართ. დიდი ხანია დავშორდით. სადღაც ერთი წელია ერთად აღარ ვართ.

ამის პირველი მიზეზი იყო ჩემი ყოფილი ცოლი, რომელმაც იდიოტობები გააკეთა და აქედან დაიწყო ყველაფერი. დავრჩი მარტო, არ ველაპარაკები ჩემს ყოფილ ცოლს. ყველას უნდა ჩემს ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება და კორექტირების შეტანა.

ისე გამოვიდა, რომ ჩემმა ყოფილმა ცოლმა მოიტყუა, ილაპარაკა ის რაც არ ყოფილა და ამას მოჰყვა კონფლიქტები წაიკითხეთ ვრცლად

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

"მელოტა ისვენებს" - რა პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქში" სალომე ზურაბიშვილმა და რა არის მელოტა, რომლის გამოც პრეზიდენტი სოცქსელების დღის გმირია

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი