ავტორი:

თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია - თავად ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ

თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია - თავად ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ

პარლამენტის დეპუტატის, ემზარ კვიციანის ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე მოკლული 36 წლის მამაკაცი მისი ძმისშვილის მეგობარია.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ბექა კვიციანმა ნახა. ემზარ კვიციანის თქმით, ოჯახს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და მის ძმისშვილს, ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ.

“არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგული იყო, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ , ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა”, - აცხადებს ემზარ კვიციანი.

ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო პროცესზე ბექა კვიციანმა გინება დაიწყო - ის დარბაზიდან გაიყვანეს, პროცესი კი დაიხურა

"ბექას არაფერი ახსოვს... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულ ძმიშვილზე ემზარ და ნორა კვიციანები