ავტორი:

"იციან, რომ სამსახურიდან, ღამის 11 საათზე მოსული იქ უნდა მიპოვონ" - ცნობილი ჟურნალისტის უცნობი საქმე და რჩევები მცენარეების მოყვარულებს

"იციან, რომ სამსახურიდან, ღამის 11 საათზე მოსული იქ უნდა მიპოვონ" - ცნობილი ჟურნალისტის უცნობი საქმე და რჩევები მცენარეების მოყვარულებს

"სამსახურიდან შინ ღამის 11 საათზე მოსული, საოჯახო საქმეებს რომ მოვრჩები, ბოლოს ჩემს ყვავილებთან ვინაცვლებ, აივანზე, და შინ უკვე იციან, რომ იქ უნდა მიპოვონ. თითქოს ძილის წინ რიტუალი მაქვს, რომ ჩემს ქოთნის ყვავილებს დავხედო, რომელთა შეგროვება და მოვლა-პატრონობა 6 წლის წინ დავიწყე", - გვეუბნება ჟურნალისტი ნინო არაზაშვილი, რომელსაც მაყურებელი წლების განმავლობაში "დილის გადაცემით" იცნობდა, დღეს კი გადაცემის "პირველამდე" წამყვანი და მთავარი პროდიუსერია. უზომოდ უყვარს მცენარეები და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ნინო არაზაშვილი სწორედ ამ გამოცდილებაზე გვესაუბრება.

- ქოთნის ყვავილები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ როცა დედაჩემთან ვცხოვრობდი, ფანჯრები დასავლეთის მხარეს იყო და მოგეხსენებათ, რა ძნელია იქ რამის გახარება, მწველ მზეზე. ახლა ჩემი აივანი ბაგებში ჩრდილო-დასავლეთის მხარესაა და მზის სხივები ჩემს მცენარეებს ძალიან სწყალობს. როცა მინდა ვინმეს ყვავილები ვაჩუქო, ქოთნით ვჩუქნი, რომ მასზე იზრუნოს. მიყვარს ყვავილების დათესვა, თესლი არასდროს მიყიდია, მსიამოვნებს, თვითონ რომ მოვიპოვებ, ვაშრობ, ვინახავ და მერე ვთესავ.

ყვავილობა "უვადოდ"

ყველა ყვავილს დათესვის თავისი პერიოდი აქვს. თუმცა ვარღვევ ვადებს და ხშირად შეუფერებელ სეზონზე ვთესავ.რაკი ზამთარში აივნიდან მაინც სახლში, სითბოში უნდა შემოვიტანო, ამიტომ ნებისმიერ დროს ვთესავ, რათა სახლში მუდმივად რაღაც ყვაოდეს.

ეზოში აღმოვაჩინე, რომ ვიღაცას გულყვითელა დაურგავს. ძალიან ლამაზი ფორთოხლისფერი ყვავილები აქვს. ყოველ გავლა-გამოვლაზე ვაკვირდებოდი, როგორ დაჭკნა, როგორ გაიკეთა თესლი. მერე პეშვი შევუშვირე, გადმოვყარე, გავაშრე და სულ ერთი კვირის წინ ჩავყარე მიწაში. უკვე ამოყელყელავდა და ვეფოფინები. fb პატარა ბინა მაქვს და უკვირთ, ამდენი ყვავილი როგორ გაქვს სახლშიო. ამასობაში ვისწავლე, როგორ გავაკეთო სათბური. ყვავილების ნაწილს აივანზე ვტოვებ, მაგრამ სათბურს ვუკეთებ. ბაგებში ყოველთვის 2 გრადუსით გრილა, ვიდრე ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ამ სხვაობის გამო ჩემი ქოთნის ყვავილები უფრო ადრე შემაქვს სახლში, ყინვამ ნოემბერში რომ დაარტყას და მომიყინოს? ამიტომ ამ სეზონზე ვფრთხილობ. აივანიც მოზრდილია და სივრცე მაძლევს საშუალებას, რომ იქ ზამთარში სათბური მოვაწყო.

სათბური

სათბურისთვის ცელოფანს ვყიდულობ, მეტრობით იაფია, 2 მეტრი 5 ლარამდე ჯდება და ყველა ქოთანს ჰყოფნის, რომელზეც ორ ფენად უნდა გადავაკრა. აივნის გრძელ ქოთნებში საყრდენს (ხის ან პლასტმასის) ჩავასობ შუაში, მოვრწყავ მცენარეებს და ზემოდან ცელოფანს გადავჭიმავ. გარშემო თოკით ვკოჭავ, სარტყელს ვუკეთებ ან სკოჩითაც მიცდია, ასე კიდევ უკეთესია. ამგვარად შიგნით ჰაერი თითქმის არ შედის. შეიძლება ერთ-ორ ადგილას ნასვრეტები გავუკეთო საჰაეროდ. შიგნითვე ხდება ნესტის აორთქლებაც და კონდიცირებაც. არანაირი მორწყვა არ სჭირდება. ასე გამოვაზამთრე "ივან და მარია", სამფერა იებს რომ ეძახიან.

იების ფერები

ია მიწიდან თავს რომ ამოყოფს, უკვე შემიძლია სათბურში გადავიტანო და მთელ ზამთარს დავტოვო. თუ ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისში დათესავ, მაშინ ნოემბერ-დეკემბერში ამოვა. ვთესავ სექტემბერ-ოქტომბერშიც. გაზაფხულზე ცელოფანს რომ გადავხსნი, უკვე კარგად ყვავის.იები სულ 11 ფერის მაქვს. ზოგი ნაყიდია, ზოგი მაჩუქეს, ზოგი თესლით მოვიპოვე და თვითონ გავახარე. სათბურის ასე გაკეთება კი არავის უსწავლებია, თვითონ მივხვდი, რომ ასე შეიძლებოდა გაკეთებულიყო.

სუკულენტები და ჭორიკანები

როგორც ჟურნალისტმა, დიდხანს ვითანამშრომლე სუპერპროფესიონალ ზურა შევარდნაძესთან და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ერთ-ერთი მარტივი სიკეთე, რაც მახსოვს, ასეთია - ვისაც დიდი დრო არა აქვს, სუკულენტების გახარება ადვილია. ეს ფართო და მსუქანფოთლოვანი მცენარე იმდენ წყალს ინახავს, რომ მორწყვაც ნაკლებად სჭირდება. საერთოდ კი, როცა ქალაქიდან გავდივართ, 10 დღეში ერთხელაც რომ შემოვიაროთ სახლში მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრმა, ყველამ იცის, რომ მცენარეები უნდა მორწყას. სუკულენტების ბაღები მაქვს გაკეთებული. ჭორიკანას ტიპის მცენარეები სხვადასხვა ადგილას მოვიპოვე, მაქვს მუქი მწვანე, იასამნისფერი, რომელიც თვითონ დავაფესვიანე, ასევე მწვანე თეთრი ზოლებით და ბადრიჯნისფერი თეთრი ზოლებით. ერთ ქოთანში რომ გაიზარდა, სხვადასხვა ფერის ფოთოლი რომ გადმოეკიდა, ერთმანეთს შეერია, სიგრძით 3 მეტრი გახდა, საოცარი სანახავია. მოკლედ, აიწყვიტეს და გაგიჟდნენ...წაიკითხეთ სრულად

პატრიარქი - მიყვარხარ საქართველო

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა