ავტორი:

პატრიარქი - მიყვარხარ საქართველო

პატრიარქი -  მიყვარხარ საქართველო

მიყვარხარ საქართველო -, ამის შესახებ საქართველოს კათოკიოს პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე ბრძანა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს.

პატრიარქმა "მიყვარხარ საქართველო" სამჯერ გაიმეორა.

მეტეხის ხიდზე მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით ოპატრიარქმ მღვდელმთავრებთან ერთად, საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე იმყოფებიან სხვადასხვა ეპარქიების უმაღლესი სასულიერო წარმომადგენლები.მათ შორის არიან, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგლი, გორისა და ატენის მიტროპილიტი, მეუფე ანდრია და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი.

ასი ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

"მართლმადიდებლები არ უშინდებოდნენ საერთო კოვზით ზიარებას" - საპატრიარქო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულთა მიმართ" - მეუფე ანდრია

"უკეთესობა არაფერი არ აქვს..." - როგორია ნი­კუ­შა ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლის მდგომარეობა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს