ავტორი:

"ვცდილობ არასოდეს შევაწუხო გარშემომყოფები... ეს ადამიანი უანგაროდ დამეხმარა" - შშმ პირი პატრულის ქცევის გამო შსს-ს მადლობას უხდის

"ვცდილობ არასოდეს შევაწუხო გარშემომყოფები... ეს ადამიანი უანგაროდ დამეხმარა" - შშმ პირი პატრულის ქცევის გამო შსს-ს მადლობას უხდის

ინტერნეტმომხმარებელი ლია ქიმერიძე, რომელიც შშმ პირია, სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს და შს მინისტრსა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს ვაჟა სირაძეს მიმართავს. იგი რამდენიმე დღის წინ, დიღომში მომხდარ ფაქტს იხსენებს, როდესაც მას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზვიად აბრამიშვილი დაეხმარა.

"ღია წერილი შს მინისტრს ბატონ გომელაურს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ვაჟა სირაძეს: მოგახსენებთ, რომ ვარ ბავშვობიდან პირველი ჯგუფის შშმ პირი, ცერებრალური დამბლით დაავადებული... ვცხოვრობ მარტო, დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირს, მაგრამ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო დამოუკიდებელი და არასოდეს შევაწუხო ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები.

ამა წლის 12/11 ვიმყოფებოდი დიღმის მასივში 2 კვარტალში მდებარე იფქლის პურის მაღაზიაში. მაღაზიის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე მორიგეობდა საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი ზვიად აბრამიშვილი, რომელიც დამეხმარა და ჩემს მიერ შეძენილი პროდუქტი სახლში მიმატანინა და ამავე დროს დამეხმარა, რომ სადარბაზოში კიბეებზე ავსულიყავი...

ძალიან მადლობელი დავრჩი, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ახალგაზრდამ ჩემდამი ყურადღება და თანადგომა გამოიჩინა. როდესაც წავიდა მაღაზიაში წავედი, შევიძინე ცხელი ხაჭაპურები, რომ მას შესვენებისას მიერთვა... ხოლო ტორტი მინდოდა რომ მას თავის ოჯახში წაეღო. ამით მინდოდა, მისთვის მადლობა გადამეხადა იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა... მან კი თავაზიანად ჩემს მიერ მიტანილ პროდუქტზე უარი მითხრა და ამიხსნა, რომ იმყოფებოდა სამსახურში და შეუძლებელი იყო ამ საჩუქრის აღება... ძალიან გული დამწყდა და უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი, რადგან მან მისთვის შეძენილი პროდუქტი ისევ სახლში მომატანინა.

ამიტომ გადავწყვიტე ფეისბუქის საშუალებით კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუხადო მადლობა ბატონ ზვიად აბრამიშვილს. მის მიერ უანგარო თანადგომისათვის და დახმარებისათვის, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მის მშობლებს, ასეთი შვილის აღზრდისთვის, მადლობა მინდა ვუთხრა შს სამინისტროს ასეთი კარგი თანამშრომლისთვის..." - წერს ლია ქიმერიძე.

32 წლის ზვიად აბრამიშვილი, რომელზეც ინტრნეტმომხმარებელი წერს, 10 წელზე მეტია საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. მას ოთხი შვილი ჰყავს.

"ყველა ჯიპიანი რომ გგონიათ, მამაო ვირით გადაადგილდება... აღარც ძაღლებს, არც მას არ აქვთ საჭმელი" - ხაშურში მოღვაწე სასულიერო პირს დახმარება სჭირდება

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს მანქანით გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხებათ - რას წერს ბაია დავითაია

"ნოე ამ გასეირნებით აღტაცებული იყო" - როგორ დაეხმარა პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილ მამა-შვილს