ავტორი:

"ნოე ამ გასეირნებით აღტაცებული იყო" - როგორ დაეხმარა პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილ მამა-შვილს

"ნოე ამ გასეირნებით აღტაცებული იყო" - როგორ დაეხმარა პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილ მამა-შვილს

უკვე ერთი თვეა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ასევე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები გარკვეული მიზეზის გამო, აღნიშნულ პერიოდში ქუჩაში ხვდებიან.

მსგავს სიტუაციაში მოხვდა მოქალაქე დავით დანელიაც, რომელმაც საღამოს საათებში შვილი საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო კლინიკიდან გამოსვლის დროს "კომენდანტის საათი" უკვე ამოქმედებული იყო, შესაბამისად სახლში დაბრუნების პრობლემა დადგა. როგორც სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვტია 112-ზე დაერეკა და დახმარება ეთხოვა. ამის შემდეგ მასთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და დავით დანელია მცირეწლოვან შვილტან ერთად შინ წაიყვანეს.

"ამ ორმა კეთილმა ადამიანმა კრწანისიდან სახლში მოგვიყვანა! რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ! - ბატონ ვახტანგ ქავჟარაძეს და ბატონ გიორგი ტლაშაძეს!

ისტორია კი დაიწყო ასე:ჩემმა პატარა ბიჭმა - ნოემ უნებლიედ თვალში პლასტმასის მახვილი თავსახური მოირტყა. ბევრი არ უტირია, მაგრამ თვალის გარსზე მცირე სიწითლე შევნიშნეთ.

ყოველი შემთხვევისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, ჩაცმა და მოწესრიგება ვერ მოვასწარით რომ სასწრაფო დახმარებაც მოვიდა.გადაწყდა რომ კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადავეყვანეთ. იქაც მალევე მივედით (ქუჩები ხომ ცარიელია)

საბედნიეროდ გადავრჩით და მცირედი სისხლჩაქცევა აღმოჩნდა.

რომ გამოგვწერეს მერე მოვედი გონს, რომ ფეხით ვიყავი, რომ ტაქსები აღარ დადიან და წვიმს!თან კრწანისიდან პეკინზე მისვლა ფეხით?! დავრეკე 112-ზე და ოპერატორს ავუხსენი სიტუაცია. ოპერატორმა შემომთავაზა - საპატრულო ეკიპაჟს გამოგიგზავნითო.

სიმართლე გითხრათ ძალიან მეუხერხულა, მაგრამ სხვა გზაც არ იყო. ამასობაში მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი, გამოგვკითხეს რა მოხდა, ხომ მშვიდობა გვაქვს და ა.შ. ვუხადე ბოდიშები, რომ შევაწუხე, მართლა უხერხულად ვიგრძენი თავი...

მოკლედ მოგვაგრიალეს სახლში! ნოე ამ გასეირნებით იყო აღტაცებული. ორივე გზაზე ციმციმებით მივქროდით და რაც მთავარია ეს ის შემთხვევა იყო, რომ დედ-მამა გვერდით ეჯდა! (სხვა დროს უკან იჯდა თავის სავარძელში და დედ-მამა წინ).

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისთვის და ამ ორ ადამიანს ვუსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას და შემდეგ უკვე გამძლეობასა და მხნეობას ამ რთულ პერიოდში!" - წერს დანელია.

"მე აივ-ინფიცირებული ვარ და ახლა მეოთხე შვილს ველოდები" - ქალი უმძიმესი წარსულით, რომელიც ციხეში მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის იჯდა

"ულამაზესი ორსული ხარ" - მომღერალი ნინა სუბლატი პირველ შვილს ელოდება (ფოტო)

"ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს "გჩიპავენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაზე