რუსეთის დედაქალაქში კვლავ რთული ეკოლოგიური მდგომარეობაა. ამის შესახებ სააგენტო ”ინტერფაქსი” იუწყება. მოსკოვის თავზე ტორფის წვის შედეგად გამოწვეული კვამლი დგას. სააგენტოს ცნობით, დედაქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, განსაკუთრებით კი დილის საათებში, სუნთქვა თითქმის შეუძლებელია.
საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან ახლომდებარე შენობების მხოლოდ სილუეტების გარჩევაა შესაძლებელი.
ეკოლოგების ვარაუდით, კვამლი მოსკოვის თავზე, მინიმუმ, ხუთშაბათამდე დარჩება.