ავტორი:

"ბექას არაფერი ახსოვს... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულ ძმიშვილზე ემზარ და ნორა კვიციანები

"ბექას არაფერი ახსოვს... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულ ძმიშვილზე ემზარ და ნორა კვიციანები

სამართალდამცავებმა 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს და ამ უმძიმესი ბრალდებით დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ საკითხზე kvirispalitra.ge დაუკავშირდა დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელიც ამბობს, რომ ბექა კვიციანი თავად დაარწმუნა, ჩაბარებოდა პოლიციას.

"ბექა თავად ჩაბარდა პოლიციას. ვესაუბრე მას და დავარწმუნე, რომ ჯობდა ჩაბარებოდა. ქუჩაში ვიპოვე შემთხვევით, კერძოდ, სააკაძეზე ფეხით მიდიოდა და იქ გადავაწყდი. არაფერს ყვება, იცინოდა, არ ახსოვს არაფერი. მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის. ვფიქრობ, ჩასვამენ და უმკურნალებენ. მეტს ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა ემზარ კვიციანმა.

ცნობილია, რომ მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. პირველი წუთებიდანვე ცნობილი იყო, რომ ნოდარ ცხადაძესთან ერთად იმ დღეს სამსახურში, ისნის ბაზრობაზე ნახეს მისი მეგობარი ბექა კვიციანი. ისინი მანქანით ერთად წავიდნენ და მას მერე ეძებდნენ ორივეს.

ბრალდებული ბექა კვიციანი მოკლულის ბავშვის ნათლიაა და დღემდე უცნობია, რა გახდა ამ უმძიმესი დანაშაულის მიზეზი. კვიციანი ადრე რამდენჯერმეა ნასამართლევი, სასჯელს იხდიდა ჯერ ოჯახური ძალადობისთვის და შემდეგ 2008 წელს, ხულიგნობისთვისაც დააკავეს. 2014 წელს კი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მიეცა პასუხისგებაში.

ბექას მამიდა ნორა კვიციანი ამბობს, რომ მისი ძმისშვილი სავარაუდოდ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო წაიკითხეთ ვრცლად

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი ყოფილ პროკურორს წარუდგინეს

ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა - "მის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს"

ზვიად კუპრავამ ციხე დატოვა