ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და მოქალაქეები პარლამენტში იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

"სირცხვილიას" წარმომადგენლები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით სკანდირებენ - "წადი".

"სირცხვილიას" წარმომადგენლის, ნოდარ რუხაძის თქმით, დღევანდელ აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან. ამასთან, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლა დააანონსეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. აქციაზე შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

პარლამენტის წინ, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს

"ბიძინა გამაერთიანებელი..." - პოლიტიკოსების ფოტო აქციიდან, რომელიც "ფეისბუქზე" გააშარჟეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა