ავტორი:

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს. ექსმინისტრს წულუკიანთან კონკრეტული თხოვნა აქვს. როგორც ოქრუაშვილი წერს, სურს ციხეში რუსული არხების ნაცვლად ქართული არხები, კერძოდ კი "პალიტრანიუსი" და "მთავარი არხი" ჩაურთონ.

"წულუკიანი თეა რა არის ციხის მაღაზიაში 1 კგ.მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი თუ მისი ეკა ხარშავს თავისი ხელით და მაგიტომაა ასე ძვირი?კობეს, ვაგუს და შაროლეს ხორცი არ ღირს პარიზის რესტორნებში მაგდენი.

P.S. პოსტის დაწერიდან მეორე დღეს საწოლი შემიცვალეს. ბარემ ერთი კარგი საქმეც გააკეთეთ. ამ ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების НТВ, ОРТ და РЕН-TV -ის მაგივრად ქართული არხები ჩაგვირთეთ -TV პალიტრა და მთავარი არხი" - წერს ოქრუაშვილი.

"ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა" -  რას წერს მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

"საძმოს მონასტერში დაუდასტურდა Covid 19, დღეიდან ჩათვალეთ, კარანტინია. ყველამ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ დაავადებას" - რას წერს არქიმანდრიტი სერაფიმე

"საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?!" - შოთა და აჩი არველაძეების სიმღერის მორიგი ემოციური ვიდეო უზბეკეთიდან