ავტორი:

"საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?!" - შოთა და აჩი არველაძეების სიმღერის მორიგი ემოციური ვიდეო უზბეკეთიდან

"საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?!" - შოთა და აჩი არველაძეების სიმღერის მორიგი ემოციური ვიდეო უზბეკეთიდან

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და უზბეკური "ფახთაქორის" მწვრთნელი, შოთა არველაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მორიგ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის, მისი ძმა აჩი არველაძე და გოჩა ტყებუჩავა ავტომობილში სიმღერას "საქართველო, ლამაზო" ერთად მღერიან.

ცნობისთვის, "ფახთაქორში" შოთასთან ერთად კიდევ ორი ქართველი მუშაობს - მისი ტყუპისცალი არჩილი და გოჩა ტყებუჩავა.

ვიდეოს უკვე 2 500 მოწონება და ასობით კომენტარი აქვს. ისტორიული მატჩის შემდეგ იმედგარუებული გულშემატკივრები ფეხბურთელებს საქართველოში დაბრუნებას და ქართულ ფეხბურთში ჩართვას სთხოვენ.

როგორც მოგეხსენებათ, ვლადიმერ ვაისმა გუნდიდან წასვლა დაანონსა, ასე, რომ ეროვუნული ნაკრების მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია. გუშინ შოთა არველაძემ Match TV-სთან ინტერვიუში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩატარებული შეხვედრა შეაფასა. კითხვაზე - განიხილავს თუ არა შოთა არველაძე აღნიშნულ პოსტს, უპასუხა, რომ მას საკმაოდ მყარი გადაწყვეტილება აქვს.

"საქართველოში ასე ხდება. ერთი იმედგაცრუება და გმირიდან, ანტიგმირის სტატუსის მორგება გიწევს. ჩვენს ქვეყანაში გაცილებით უფრო მარტივია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, ვიდრე ნაკრების მწვრთნელი" - განაცხადა არველაძემ.

ასევე ნახეთ:

"არის, ასრულდა ოცნება!" - შოთა და აჩი არველაძეების სიმღერა უზბეკეთში გაჩემპიონების შემდეგ

არველაძეების მიერ შესრულებული "ლალე" თეირანში: "ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალე!"

"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

"ძალიან საშიში ხალხი ვართ... ეს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს მომავალში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას" - რას წერს ჟურნალისტი ბასილაშვილის საქმის "გარჩევებზე"

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე