ავტორი:

ვინ არიან ატენის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილი

ვინ არიან ატენის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილი

ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. ესენი არიან დედა ირინა გედევანიშვილი და შვილები, თაკო და ლევან აბაშიძეები.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მათი თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.

"მე როგორც გავიგე, ლევანმა დახოცა დედა და და, ამის შემდეგ მოიკლა თავი. მიზეზი არავინ არ იცის. ყველა გაოგნებულია. ლევანი არ იყო კონფლიქტური. გასროლის ხმა არ გამიგია.

ამბობენ, რომ ტრაგედია გამთენიისას მოხდა. ბიჭი ცოტა ხნის წინ ინგლისიდან ჩამოვიდა”, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 109-ე და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

VIDEO: "ლევანმა დახოცა დედა და და, მერე მოიკლა თავი" - რას ყვება მეზობელი ატენის ქუჩაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე დაკარგული სიძე-ცოლისძმის ცხედრები იპოვეს

სიღნაღში სიძემ სიმამრი სანადირო თოფით მოკლა - რა გახდა მკვლელობის მიზეზი

"არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები შემსრულებლები იყვნენ" - კიევში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები