ავტორი:

"თვალთვალი, არაადეკვატური სატელეფონო ზარები..." - რა ინფორმაცია მიაწოდეს ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და "ემპათიის" დირექტორმა

"თვალთვალი, არაადეკვატური სატელეფონო ზარები..." - რა ინფორმაცია მიაწოდეს ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და "ემპათიის" დირექტორმა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ.

როგორც ცენტრის დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, შეთანხმება მოხდა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე.

"სახალხო დამცველი თავის უფლებამოსილების და შესაძლებლობების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. მივაწოდეთ ინფორმაცია ზეწოლების შესახებ, თვალთვალი, მიყურადება, არაადეკვატური სატელეფონო ზარები.

კონკრეტულად საქმესთან დაკავშირებით ცალკე კიდევ გვექნება შეხვედრები. ახლა უბრალოდ, ზოგადად იყო საუბარი", - განაცხადა ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი მზაობას გამოთქვამს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეხვდეს და პროცესებს აკვირდება.

"ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თუ გამოიკვეთება, რომ შეგვიძლია შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ დამატებით ამ კუთხით შევისწავლით საკითხებს. ეს შეხვედრა შეეხებოდა იმას, თუ რა მუქარები და ზეწოლები ხორიეცლდება სოციალურ ქსელში ამ მიმართულებით.

სახალხო დამცველი და აპარატი მზაობას ყოველთვის აფიქსირებს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეხვდეს“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

"არის ვარაუდი და ეჭვი, რომ შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა" - თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

"თამუნამ საფრანგეთში დარჩენაზე უარი, ვფიქრობ, რაღაც შიშის გამო თქვა" - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?