ავტორი:

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

ატენის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი - დედა ირინა გედევანიშვილი და შვილები, თაკო და ლევან აბაშიძეები.

ადგილობრივების ინფორმაციით, გამთენიისას, მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი ოჯახის სამი წევრი შესაძლოა, სულ სხვა პირმა მოკლა.

თაკო აბაშიძე

ლევან აბაშიძე ინგლისიდან ახალი ჩამოსული იყო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლეს დაშორდა და დროებით საქართველოში დაბრუნდა.

გარდაცვლილი ირინე გედევანიშვილი 55 წლის იყო. ქვრივი ქალი ორ შვილს მარტო ზრდიდა. გედევანიშვილს კარგად იცნობენ ფსიქოლოგების წრეში, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორი გახლდათ.

ირინე გედევანიშვილი

მოკლული ქალის სტუდენტები, მოსწავლეები და ახლობლები შოკირებულნი არიან უმძიმესი ამბით:

"უსაყვარლესი ირინე... სიყვარულის, სიკეთის და ადამიანობის სიმბოლო ქალი იყო"

"ირინე გედევანიშვილი, შესანიშნავი ადამიანი... შოკში ვარ..." - წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.

"...მას პირველად 2018 წლის აგვისტოში შევხვდი, იმ დღესვე შეგვიყვარდა ორივე მხარეს ერთმანეთი... როცა აბიტურიენტობის წელი დაიწყო, ირინესთან სიარულიც სისტემატიური გახდა, შევისისხლხორცეთ ერთმანეთის ყველაფერი, კარგი და ცუდი... არ მახსენდება მისგან ნეგატივი ან პესიმიზმი... ირინეს ბოლო დაბადების დღესაც ერთად შევხვდით.... ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანი და გარეგანი სილამაზით....

ჩემი ძალიან განსაკუთრებული ირინე... მჯერა, სამუდამო სიყვარული გვაკავშირებს მასთან!" - წერს გარდაცვლილი ქალის მოსწავლე მარიამ გველესიანი.

მოკლული თაკო აბაშიძე და ცნობილი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი მეგობრობდნენ. ფანგანმა მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციური ფოტოთი და სიტყვებით გაიხსენა:

"Baby... I love you more than we could imagine. მგონია, რომ ეს ღამე არასოდეს არ გათენდება, თუმცა გუშინდელი არ უნდა გათენებულიყო, თურმე... თაკო! ეს ფოტო უკვე 10 წლის ყოფილა..." - წერს ფანგანი.

ჯანდარის ტბაზე დაკარგულ სიძე-ცოლისძმას მესამე დღეა 55 ქართველი და აზერბაიჯანელი მაშველი ეძებს

ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ სიძე-ცოლისძმას მეორე დღეა ეძებენ

უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მისი მეუღლე