ავტორი:

2020 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვინ გამდიდრდება და ვინ უნდა უფრთხილდეს ვალებს

2020 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვინ გამდიდრდება და ვინ უნდა უფრთხილდეს ვალებს

2020 წელს ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს სიმდიდრე და განსაკუთრებული წარმატება ელის. წარმოგიდგენთ ფინანსურ ჰოროსკოპს ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის შეუძლია დამშვიდებული შეხვდეს ვირთხის წელს და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ ეკონომია.

  • ვერძი

მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, თუმცა ამის პარალელურად საქმეც უფრო მოიმატებს და მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. ზოგჯერ სამსახურში სირთულეს წააწყდებით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენგან ყველას რაღაც უნდა და სჭირდება.

2020 წელს მშვენიერი შესაძლებლობა გეძლევათ იმისთვის, რომ საცხოვრებლის პრობლემა გადაჭრათ. ერთადერთი თვე, როცა ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ივნისია. თუ ამ თვეში შოპინგის ცდუნებას სძლევთ, ბევრ ფულს დაზოგავთ.

  • კურო

ნუ ელით, რომ ერთბაშად გამდიდრდებით, თუმცა არც უფულობა შეგაწუხებთ. გაგიმართლებთ და ძველ ვალს დაგიბრუნებენ, არაა გამორიცხული უცხოეთიდან გრანტიც მიიღოთ. თუ საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, უმჯობესია კრედიტი წელიწადის ცივ დროს აიღოთ. მაისიდან სექტემბრამდე ვალის აღება არ ღირს, რადგან ამ პერიოდში დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა.ზოგადად, უმჯობესია თავი შეიკავოთ ფულის გასესხება-სესხებისგან.

  • ტყუპები

ეს ნიშანი კარგ შემოსავალს მიიღებს შემოქმედებითი საქმიანობისგან, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სიტუაცია არც თუ ისე მოწესრიგებული იქნება. მატერიალური თვალსაზრისით, კარგად იგრძნობენ თავს ის ადამიანები, რომელთაც ლიტერატურასთან, მხატვრობასა და მუსიკასთან აქვთ კავშირი.

2020 წელს ტყუპები თაღლითებს უნდა უფრთხილდნენ. ეს განსაკუთრებით ეხება პერიოდს ივნისის ბოლომდე. შემოდგომა კი კარგი პერიოდია სხვადასხვა საქმეებში ფულის დასაბანდებლად.

  • კირჩხიბი

2020 წელს კარგად გარჯა მოგიწევთ, თუმცა დიდ შემოსავლებს ნუ ელით. ნუ მოეშვებით, მეგობრები და თანამოაზრეები რთული პერიოდის გადატანაში დაგეხმარებიან.

მთავარია, რომ 2020 წელს ყველაფერი ძველი მოიშოროთ. გადაერთეთ ახალ წელზე და თქვენი სამსახურის შემოქმედებით მხარეზე გადაიტანეთ ყურადღება.

  • ლომი

2020 წელს გარდაუვალი წარმატება და სიმდიდრე გელით! ეს განსაკუთრებით იმ ლომებს ეხებათ, რომლებიც უძრავი ქონების ბიზნესში არიან. კრედიტის აღება გინდათ? - ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, თუმცა ბანკის არჩევის დროს სიფრთხილე გმართებთ. იმისთვის, რომ წარმატება გარანტირებული იყოს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი აპრილის ბოლომდე უნდა მოაგვაროთ.

  • ქალწული

2020 წელი -შესაძლებლობების წელია. ფული იმდენი გექნებათ, რამდენიც თქვენი გეგმების განხორციელებისთვისაა საჭირო. თუ დიდი ხანია საზღვარგარეთ წასვლას ან განათლების მიღებას გეგმავთ, 2020 წელს ეს შანსი ნამდვილად მოგეცემათ. წლის პირველ ნახევარში კი აქტიურობა უნდა გამოიჩინოთ წაიკითხეთ სხვა ნიშნების შესახებ

რუსი მინისტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გასასინჯად სათხილამურო სათვალით მივიდა

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან