ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე გამოკითხულების უმეტესობას არ მოსწონს -  IRI

სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე გამოკითხულების უმეტესობას არ მოსწონს -  IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის მიმართ საკუთარ უარყოფით განწყობას რესპონდენტთა 70% ასახელებს და მხოლოდ 23 % აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებითი განწყობა აქვს.

7% ირჩევს კატეგორიას: „არ ვიცი/არ ვპასუხობ“.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რესპონდენტთა 39% მის მიმართ კეთილგანწყობილია, 49% კი - უარყოფით განწყობას გამოხატავს. 2% ამბობს, რომ პრემიერის შესახებ არ სმენია, 10%-მა კი არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.

გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფით განწყობას აფიქსირებს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართაც. კერძოდ, არჩილ თალაკვაძე რესპონდენტთა 50%-ს არ მოსწონს, 25% კი მის მიმართ კეთილგანწყობილია. 10%-ს თალაკვაძის შესახებ არ სმენია, 15% კი ირჩევს კატეგორიას: „არ ვიცი/არ ვპასუხობ“.

დაპირისპირება ცოცხისა და ბეიჯის მოღერების თანხლებით -  რა მოხდა საკრებულოს სხდომაზე

თუ გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას  გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ -  მარიამ ჯაში

დაისვენა თუ არა თალაკვაძემ კომოს ტბაზე? - "ოცნების" ლიდერებს მედია და ოპოზიცია ამხელს, პარლამენტის თავმჯდომარე კი მათ პასუხობს