31 წლის მამაკაცი, რომელსაც ისტორიის მანძილზე პირველად სრულად გადაუნერგეს სახე, ესპანეთში ტელეკამერების წინაშე წარსდგა.
პაციენტმა, რომელიც მაყურებელს ოსკარის სახელით გაეცნო, დონორის ოჯახსა და ექიმებს მადლობა გადაუხადა. სახის სრულად გადანერგვის ოპერაცია ექიმებმა მარტში ბარსელონაში, ვალ დე ხევრონის საავადმყოფოში ჩაატრეს.
ხუთი წლის წინ ოსკარმა უბედური შემთხვევის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით სახე დაისახიჩრა.
ინციდენტის შემდეგ ის ნორმალურად ვერც სუნთქავდა, ვერც საჭმელს ყლაპავდა და ვერც ლაპარაკობდა.
20 მარტს 30 ექსპერტისგან შემდგარმა გუნდმა ოპერაცია ჩაატარა, რომელიც 24 საათს გაგრძელდა.
ექიმებმა, რომლებსაც პროფესორი ჟოანა პერე ბარეტა ხელმძღვანელობდა, პლასტიკურ ქირურგიასა და მიკრო-ნეიროვასკულარულ აღდგენით ქირურგიაში დაგროვილი გამოცდილების დახმარებით, სახის კუნთების, ცხვირის, ტუჩების, ზედა და ქვედა ყბის, ხახის, ლოყებისა და კბილების გადანერგვის ოპერაცია ჩაატარეს.
ამჟამად პაციენტი გაჭირვებით, მაგრამ მაინც გარკვევით საუბრობს. ექიმების თქმით, სახის კუნთების ფუნქციონირების აღდეგნისთვის პაციენტს რამდენიმეთვიანი ფიზიოთერაპიის პროცედურები დასჭირდება.
ცხრა მსგავსი ოპრაცია წარუმატებლად დასრულდა. ექიმები წარმატებას მხოლოდ ნაწილობრივი ტრანსპლანტაციის დროს აღწევდნენ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.