ავტორი:

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

რუსეთის და დე ფაქტო მთავრობის ერთობლივი ქმედებების მიუხედავად, აფხაზეთში ძლიერ ხანძარს ვერ აქრობენ. აფხაზური მედიის ცნობით, ცეცხლი 11 000 ჰექტარზეა გავრცელებული. კვამლი შეინიშნება სოხუმის, გულრიფშის და გაგრის რაიონებში. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ, როგორ მოიქცნენ ძლიერი დაკვამლიანების შემთხვევაში.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში რუსული ავიციაა ჩართული. „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა და და “ბე-200“ ტიპის თვითმფრინავმა ცეცხლის ჩასაქრობად დაახლოებით 651 ტონა წყალი უკვე გამოიყენა. მედიის ცნობით, ხანძარი რამდენიმე მიმართულებითაა გავრცელებული. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთისგან დამატებით დახმარებას ელოდებიან.

ხანძარი აფხაზეთში ერთ კვირაზე მეტია რაც მძვინვარებს. ამ დროის მანძილზე, აფხაზური მედია ცეცხლის გავრცელების სხვადასხვა მასშტაბებს ასახელებდა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 11 000 ჰექტარს უკიდია.

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

სერგეი შამბა - საუბარი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა