ავტორი:

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

თბილისში ნეიროქირურგს გიორგი მაღალაშვილს სცემეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარი მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, აღნიშულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

თავდაპირველად ექიმის ცემის შესახებ ინფორმაცია "ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა:

"გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური.

დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!

P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა" - დაწერა ჭიაბერაშვილმა.

"ნაქირავები ბინიდან გაშვებით ემუქრებოდნენ... აქვს გულის მანკი, ჰყავს ორსული მეუღლე" - ადვოკატი ასახელებს მოტივს, რის გამოც ნიკოლოზ წურწუმია ბანკში შეიჭრა

"მიყვარხართ და მენატრებით, მეუღლეს მიმიხედეთო..." - ადვოკატის თქმით, ბანკზე თავდამსხმელი ბოდიშს იხდის

საზარელი ფაქტი თბილისში - 63 წლის კაცმა ავტოფარეხში 7 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, შემდეგ იგივე განახორციელა 16 წლამდე პირთანაც