ავტორი:

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

რუსული „ნაციონალური მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ყოფილი ტანმოვარჯიშის ალინა კაბაევას ქონება მილიარდ 250 მილიონ რუბლამდე გაიზარდა, ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიურო წერს. კაბაევასა და მის ოჯახის წევრებზე 6 ბინა, 2 საკუთარი სახლი და 70 მიწის ნაკვეთია გაფორმებული.

ამასთან, ოლიმპიური ჩემპიონის დედას ლიუბოვ კაბაევას სოჭთან არენდით აქვს აღებული ორსართულიანი ვილა, რომლის ფართი 334 კვადრატული მეტრია.

კაბაევს ბებიამ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ოთხი ბინა იყიდა, რომელთა დაახლოებითი ღირებულება 740 მილიონი რუბლია. სახლები პუტინის უახლოესი წრის წარმომადგენლებისგან შეიძინეს.

უძრავი ქონების დიდი ნაწილი, რომელსაც ყოფილი ტანმოვარჯიშე ფლობს, დახურულ დასახლებულ პუნქტებში მდებარეობს, სახლების ყოფილ მფლობელებს კი „გაზპრომთან“ აქვთ კავშირი.

ალინა კაბაევას ბოლო დეკლარაცია 2013 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. მაშინ მისი დეკლარირებული შემოსავალი დაახლოებით 11 მილიარდი რუბლი იყო. „ნაციონალური მედია ჯგუფი“, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ახალ ანგარიშებს არ აქვეყნებს, ამიტომ კაბაევას გამომუშავებული თანხის ოდენობა უცნობია.

დასავლურმა მედიამ არაერთხელ დაწერა კაბაევასა და რუსეთის პრეზიდენტის რომანტიკული კავშირის შესახებ. ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია. The Sun-ის ინფორმაციით, რუსულმა მედიამ დაწერა რამდენიმე სტატია ალინა კაბაევას მშობიარობის შესახებ - გაზაფხულზე მას ტყუპები შეეძინა, თუმცა ინფორმაცია საიტებიდან მალევე გაქრა. ჟურნალისტების ინფორმაციით, კულაკოვის სახელობის გინეკოლოგიის ცენტრის მეოთხე სართული მთლიანად გაათავისუფლეს, რომ ყოფილ ტანმოვარჯიშეს სრულიად ანონიმურად ემშობიარა.

რუსი ჟურნალისტის, სერგეი კანევის ინფორმაციით, კაბაევამ ტყუპები საკეისრო კვეთით გააჩინა. მისივე თქმით, სამშობიარო დაწესებულებაში წინასწარ შეუშვეს ფედერალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც „ყველა კუთხე შეამოწმეს“.

„სამედიცინო ჯგუფის ნახევარზე მეტი სამშობიარო ბლოკიდან გარეთ გამოუშვეს. კაბაევას მშობიარობისთვის ცნობილი იტალიელი ექიმი ჩამოიყვანეს, რომელიც აკადემიკოს გენადი სუხიკს ეხმარებოდა. ორი ბიჭი დაიბადა, თუმცა საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა საჭირო,“ - ამბობს ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

პუტინს 30 წლიანი ქორწინებიდან ლიუდმილა შკრებნევასთან ორი ქალიშვილი ჰყავს - 34 წლის მარია და 32 წლის ეკატერინა.

პრეზიდენტი ცოლს 2014 წელს დაშორდა და ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად რამდენჯერმე გამოჩნდა. შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბეჭედი კაბაევას თითზე, რასაც მოჰყვა ხმები მისი და პუტინის საიდუმლო ქორწინების შესახებ.

ბოლო წლების განმავლობაში ყოფილმა ტანმოვარჯიშემ არაერთხელ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას შვილები ჰყავდა, თუმცა ბოლოს გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

იტალიელმა პროფესორმა G20-ის მონაწილეებს "შოუ მოჰპარა“ - წელს ზემოთ შიშველი ნიკოლა ფრანჯიონეს ფოტოები, რომელსაც პოლიტიკოსებმა მყუდროება დაურღვიეს

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"