ავტორი:

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ნოდარ ცხადაძის ქალიშვილი ანი ცხადაძე, მკვლელობაში ბრალდებულის ბექა კვიციანის მშობლებს "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან მიმართავს და ამბობს, რომ ამ ოჯახმა მას მამა წაართვა.

ბექა კვიციანი, რომელიც დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია, მოკლულის მეგობარი და მისი ქალიშვილის ნათლიაა. კვიციანი წარსულში ნასამართლევია, მან მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. შემდეგ ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

აი, რას წერს ანი ცხადაძე მოკლული მამისა და მკვლელობაში ბრალდებული ნათლიის შესახებ:

მოკლული ნოდარ ცხადაძე

"ცხოვრებაში ვერავიზე ვამბობდი მეზიზღება-მეთქი. საერთოდ არც კი ვიცოდი ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ ახლა მივხვდი. ყველანი მეზიზღებით განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი "ნათლია" იყო. ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები დასრულდა. სული მეწვის და გული მტკივა. არც კი ვიცი, როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა. თქვენ მე მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!

უზომოდ მენატრება და მაკლია. ჩემი პატარა გამძლეობით ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა სათანადოდ დაისაჯოს! მე თუ ვერა, ღმერთი ამას ასე არ დატოვებს. ერთი ის იცოდეთ, რომ თქვენი ყველა სიტყვა კარგად მახსოვდა - შენი ნათლიის სახელი ახსენე და იამაყებო, რაშიც არ უნდა დაგჭირდეს შენთან იქნებაო. ვიამაყო? ვიამაყო კი არა მრცხვენია! მრცხვენია საერთოდ რომ გიცნობთ. რომ მეუბნებოდით, ახლა რასაც ვერ გიკეთებს მერე გაგიკეთებსო, ისეთი რაღაც გამიკეთა, გული მომიკლა.

მთავარი დამნაშავე თქვენ ხართ, ასეთი შვილი რომ გაზარდეთ და თან რომ ცდილობთ ხელი დააფაროთ. მე ვამაყობ მამაჩემით და ყოველთვის ვიამაყებ, თქვენ კი უბრალოდ ვერ გიტანთ!" - წერს ანი ცხადაძე.

ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

"წყვილი მისცემოდა სასიამოვნო საქმეს... თავს დაატყდათ 4 დეპუტატი და 50 პოლიციელი" - სერგი კაპანაძე კურიოზის შესახებ წერს

რას წერს სალობიეს მფლობელი პრეზიდენტის ხმაურიან სტუმრობაზე

"პარტიული ქორწილი" საგარეჯოში სააკაშვილის პლაკატებით - რა ფოტოებს აქვეყნებს ექს-პრეზიდენტი და რომელმა კომენტარმა გააღიზიანა ის