ავტორი:

2020 წლიდან სტადიონებზე მოწევა აიკრძალება

2020 წლიდან სტადიონებზე მოწევა აიკრძალება

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების შედეგად, რამდენიმე ასეული შემთხვევით შემცირდა ინსულტების და ინფარქტების გამო ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო მანქანების გამოძახება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ზოიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ იმ რეგულაციებს, რომელიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს. დეპუტატი ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კონტროლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას მოითხოვენ.

2020 წლიდან მოწევა იკრძალება სპორტულ მოედნებზე და სასტუმროებში სრულად.

"არ გამართლდა არც ერთი უარყოფითი პროგნოზი, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიას და ცალკეულ ექსპერტებს ჰქონდათ.

ყველაზე დიდი მიღწევა რაც არის, ეს არის ადამიანების ჯანმრთელობა. რამდენიმე ასეული შემთხვევით შემცირდა 2019 წლის განმავლობაში ინსულტების და ინფარქტების გამო ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო მანქანების გამოძახება, რაც ნიშნავს, რომ პასიური მოწევის გამო აღარ ადგება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე, როგორც ეს მანამდე იყო სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ რესტორნებში, კაფეებში, ბარებში.

საზოგადოებამ ეს რეგულაცია ძალიან დადებითად მიიღო, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს რეგულაციებს, მათ შორის, მწეველთა ნახევარი. ზაფხულის განმავლობაში 95 % იყო კანონის აღსრულება, მაშინ როცა ზამთარში შარშან 87 %-მდე დაეცა. ესეც მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ აუცილებელია, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ.

შეკრების თემა სწორედ ეს გახლავთ და ასევე ის რეგულაციები, რომლებიც ძალაში უნდა შევიდეს - მაგალითად, სტადიონებზე აკრძალვა 2020 წლის პირველი იანვრიდან. ასევე აკრძალულია საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გვინდა მოვითხოვოთ, კიდევ უფრო მეტად გამკაცრება. ასევე, სასტუმროებში აიკრძალება სრულად - აქამდე დატოვებული იყო ნომრები, ახლა უკვე იკრძალება სრულად," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვახო სანაია მეოთხე შვილის მამა გახდა

"არ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს დაჩანაკებული მოძრაობა შემოტრიალდეს" - სოსო გოგაშვილის შვილი აქციაზე მივიდა

"ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება დაიძაბა - აქტივისტები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ