ავტორი:

15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება

15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება

"არ იჩქარო", - ხანდახან ისეთი ნატანჯი სახით გეტყვის ვინმე ქორწინების შესახებ, ყველა ნაცნობ-მეგობრის აუტანელი ჩიჩინი - "დააყენე საშველი" გავიწყდება. სიყვარულით თავბრუდახვეულები ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ თანაცხოვრება ორსაათიანი პაემანი არ არის, სადაც ადვილია კომპრომისზე წასვლა. ეიფორია მალე ქრება და მერე უკვე ყველას ისეთი ადამიანი გვჭირდება, ვისაც კარგად შევეწყობით. ამიტომ სჯობს ბევრი რამ წინასწარ გვქონდეს გარკვეული და გადაწყვეტილი. ფსიქოლოგები 15 შეკითხვას გვთავაზობენ, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვას წყვილმა ერთმანათს, სანამ დაქორწინებას გადაწყვეტს, რათა ქორწილში ნათქვამი სადღეგრძელოები მხოლოდ კეთილ სურვილებად არ დარჩეს:

1. აუცილებლად ილაპარაკეთ შვილებზე. აპირებთ შვილების გაჩენას თუ არა, რამდენ ხანში, რამდენის და ძირითადად ვინ უნდა გაზარდოს ისინი, ვინ დარჩება სახლში მათთან?

2. ვიცით ერთმანეთის ფინანსური შესაძლებლობები? გეგმები? როგორ ვაპირებთ ფინანსური ვალდებულებების გადანაწილებას? სად უნდა ვიცხოვროთ? რა გეგმები გაქვთ ამ საკითხთან მიმართებაში ზოგადად?

3. ვინ გაუძღვება საოჯახო საქმეებს? ვის რა ფუნქციები ექნება ამ საკითხში?

4. შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ სექსზე? სექსუალურ მოთხოვნილებებზე, კომპლექსებზე, შიშებზე? წაიკითხეთ სრულად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ