კომპანია Toyota-მ სპორტკუპე FT-86-ის გამოშვების თარიღის გადავადების შესახებ გავრცელებული ხმები გააქარწყლა. იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ავტომობილი ბაზარზე "დადგენილი გრაფიკის თანახმად" 2011 წელს გამოჩნდება და იაპონიაში მისი ფასი 2,5 მილიონი იენი (29 ათასი აშშ დოლარი) იქნება.
არადა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად სპორტული კუპე Toyota FT-86-ის გამოშვება ორი წლით, 2013 წლისთვის გადაიდო. მიზეზად ავტომობილის არასაკმარისად აგრესიული გარეგნობის შეცვლასთან დაკავშირებით მწარმოებელთა გადაწყვეტილება იყო.
Toyota-ს ტოპ-მენეჯერთა თქმით, კომპანია ახალი სპორტკუპეს ჰიბრიდული ვარიანტის გამოშვებას არ აპირებს.
Toyota FT-86 ორლიტრიანი, ოპოზიტური ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 200 ცხ/ძ იქნება. სერიული ავტომობილი ლეგენდარული ჰეთჩბეკის AE86-ის შემცვლელი უნდა გახდეს და მოდელი Toyota-ს გარდა, Subaru-ს მარკითაც გაიყიდება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.