ავტორი:

"დედა პრანჭიაა, რთულმა პერიოდმა ვერ გატეხა... სასამართლოზე წასვლამდე, თმა დაივარცხნა სალონში" - ნინო დარასელი ოჯახსა და სტილზე

"დედა პრანჭიაა, რთულმა პერიოდმა ვერ გატეხა... სასამართლოზე წასვლამდე, თმა დაივარცხნა სალონში" - ნინო დარასელი ოჯახსა და სტილზე

მოდისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ, რომ ცნობილი ჟურნალისტი ნინო დარასელი დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა... ის გულახდილად ესაუბრა kvirispalitra.ge-ს იმაზე, თუ როგორ ახერხებს ცხოვრების რთულ პერიოდშიც კი მუდამ ბრწყინავდეს...

- ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში კი ვფიქრობ, ყველაზე დიდ გავლენას ის გარემო ახდენს, სადაც იზრდება. ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ბებიამ მოახდინა. ლამარა ჭიპაშვილი საოცარი ადამიანი იყო, რომელიც პატარაობისას სულ "გაკრახმალებულ" კაბებს მაცმევდა. სხვა ბავშვები თუ ეზოში სათამაშოდ შესაფერისად შემოსილები ჩამოდიოდნენ, მე სულ შეუფერებლად - თოჯინასავით გამოვიყურებოდი, ტანზე გაფშიკინებული კაბით...

ლოგინის თეთრეულიც კი დღემდე თეთრი, მაქმანებიანი გვაქვს, ბებია რომ "აკრახმალებდა"... თვითონ იყო ძალიან ლამაზი, კოხტა ქალი, რომელსაც განსაკუთრებულად კარგი აღნაგობა ჰქონდა. სულ მისი კონტროლის ქვეშ ვიყავით. მისგან ყოველთვის ისმოდა: აბა, თმა გადაიწიე, წარბები გაისწორე, შუბლი გამოაჩინე და ასე შემდეგ... სამოსს საოცრად იხდენდა. ოჯახში მისი აღნაგობა არც ერთს არ გამოგვყვა.

დედაჩემიც და დეიდაჩემიც კოხტები არიან, მაგრამ ლამარიკო სულ სხვა იყო! ყველა კიდური გამოთლილივით ჰქონდა.

ლამარიკოსგან რაც ვისწავლე, სისადავის სიყვარულია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი მუდამ ერთ ფერში იყო გადაწყვეტილი. ჯიჯი რეჯინმა ერთხელ თქვა, შავი და თეთრი მომწონს ჩაცმულობაში, ჭრელები არაო და ჰკითხეს, - აბა, რომ ამბობ, ნინო დარასელი მომწონსო, ის ხომ სულ ჭრელებს იცვამსო? და ჯიჯიმ, - ნინოს ფერები ჩემთვის შავი და თეთრიაო... მან ზუსტად დაინახა ჩემი განწყობა ჩაცმულობაში. ჭრელი სულაც არ ნიშნავს, რომ შეიძლება სადა არ იყოს...

ნინო დარასელის ქმარ-შვილი

ბებიას მეგობარი - ცისანა ელიავა ახლაც საოცრად გამოიყურება. სულ მინდა ჩემმა მეგობარმა რეჟისორებმა ან ფოტოგრაფებმა გადაიღონ, იმდენად საინტერესო ქალია. თავის თაობაში ალბათ, ყველასგან გამოირჩეოდა და დღესაც ულამაზესად იცვამს. "ბალეტკები", შარვლები, ელეგანტური ზედები...

- თქვენ, დედა და დეიდა მუდმივად ითვალისწინებდით ერთმანეთის აზრებს ჩაცმულობაში, სხვა საკითხებშიც... დღეს როგორ ცხოვრობთ ერთმანეთისგან შორს?

- ჩემსა და დედას შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 16 წელია და ფაქტობრივად, დებივით ვართ. მაიას და ჩემ შორის კიდევ უფრო პატარა ასაკობრივი სხვაობაა და მართლაც, სამი ახლო მეგობარი ვიყავით... ახლა სევდიანად ვცხოვრობთ ერთმანეთის გარეშე. დღეს დამირეკა დედამ და მითხრა, - თეთრი პალტო გამომიგზავნე და ვარდიანი ქუდიო... ვეხუმრე, "სნეგუროჩკას" როლი ხომ არ მოგცეს ციხის სპექტაკლში-მეთქი?..

აქვს თბილი ტანსაცმელი, რომელიც იქაური პირობებისთვის ბევრად შესაფერისია, მაგრამ არ შეუძლია ჩაცმულობასა და გარეგნობაზე განსაკუთრებულად არ იზრუნოს. მაიას ვიცი, უფრო ეზარება და ალბათ იცვამს იმას, რაშიც კომფორტულად გრძნობს თავს. დედა უფრო პრანჭიაა და ამ რთულმა პერიოდმა ვერაფრით გატეხა. სასამართლოზე რომ მიდიოდა, ჯერ თმა დაივარცხნა სალონში.

- ქალბატონ მაიას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა... ამჯერად როგორ გრძნობს თავს?

- მაიკო საოცრად ძლიერი ადამიანია! ნებისმიერ საიდუმლოს რომ გაანდობ და გაგიგებს, ისეთი. რუსო ბევრად მკაცრია. არადა, პირიქით ჩანს, თითქოს რუსიკოა ბევრად რბილი ხასიათის... მაიამ ჩვენზე მეტი გადაიტანა.

გულწრფელად გითხრათ, მეც არ შემიძლია მშვიდად ვილაპარაკო ვახოზე, იმდენად დიდი დანაკლისია ჩვენთვის. უზარმაზარი სიცარიელე დაგვრჩა მისი წასვლით... იმდენად დიდი ენერგიისა და საოცარი გულის ადამიანი იყო, ობლად დარჩენილები ვართ მის გარეშე. ბავშვები ვერაფრით ეგუებიან. არც ბებიები და არავინ, ვახოსნაირი მზრუნველი მათ არ ჰყავდათ. სადმე წასვლა რომ მიწევს, სულ ვფიქრობ, ახლა რომ ვახო ცოცხალი იყოს, ბავშვს ხომ დავუტოვებდი და მშვიდად ვიქნებოდი-მეთქი...

ვახოს წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, დარდი მკლავს... წაიკითხეთ ვრცლად

"დაკეტილია საზღვარი, მშობლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას" - შატილის ტრაგედიას 54 წლის ქალი და მისი 19 წლის ძმისშვილი ემსხვერპლნენ

ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში გადაიყვანეს, თავად კალათბურთელი კი, კარანტინშია

"მობილურ ტელეფონში საიქიოში წასულ მეგობრებს არ ვშლი. ვიდრე ცოცხალი ვარ, დაე, ჩემთან იყვნენ" - რეზო გაბრიაძე გიორგი დანელიას იხსენებს