ავტორი:

აფხაზი კრიმინალების სისხლიანი გარჩევის ვერსიები - რომელი ე.წ კანონიერი ქურდების სახელები ამოტივტივდა სოხუმში მომხდარ მკვლელობაში

აფხაზი კრიმინალების სისხლიანი გარჩევის ვერსიები - რომელი ე.წ კანონიერი ქურდების სახელები ამოტივტივდა სოხუმში მომხდარ მკვლელობაში

22 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათისთვის, სოხუმის ცენტრში, კაფე „სან რემოს“ მიმართულებით, ავტომანქანიდან სამმა ნიღბიანმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ სროლების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის კაფეს თანამშრომელი 22 წლის გოგონა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა გადარჩა, თუმცა, უმძიმესი დაზიანებით კომაშია.

შემთხვევას ორი მამაკაცი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, გუდაუთელი ასტამურ შამბა, იგივე ასტიკი და ალხაზ ავიძბა ემსხვერპლნენ. ისინი ასევე გუთაუთელი და აფხაზეთში ყველაზე გავლენიანი "კრიმინალური ავტორიტეტის" რაულ ბარცბას, იგივე “პიზას” დაჯგუფების წევრები და ნათლულები იყვნენ.

ბოლო ხანებში აფხაზები აქტიურად საუბრობდნენ ე.წ. კრიმანალების პოლიტიკურ ინტერესებზე, რაც გავლენების მოპოვებას ემსახურებოდა. გუშინდელ სისხლიან თავდასხმასაც გავლენების გადანაწილებას უკავშირებენ.

“პიზას” დაჯგუფებამ მოიპოვა კონტროლი გალის რაიონზე, თუმცა, შესაძლოა, მათ არეალის გაფართოება მოისურვეს, ანუ მათ ან “პიზას” სახელის მიღმა გადაწყვიტეს “კარიერის” გაკეთება, რაც შესაძლოა, ბარცბას გარმეოცვის სხვა წევრებმა არ აპატიეს და სავარაუდოდ, ამას მოჰყვა სროლაც" - წერენ აფხაზები.

თუმცა, არსებობს კიდევ არაერთი ვერსია - ერთ-ერთის თანახმად, არ არის გამორიცხული ეს რამდენიმე წლის მომხდარი შეტაკების გაგრძელება იყოს, როდესაც ამ დაჯგუფებას ქართველ კრიმინალთან “ნიკო გაგრინსკისთან” იგივე, გაგრელ ნიკო დგებუაძესთან მოუხდა დაპირისპირება.

"პიზა" და "ნიკო გაგრინსკი"

ერთი შეხედვით, მკვლელობა პროფესიონალების დაგეგმილს ჰგავს... 53 წლის “პიზას” გარემოცვა არაერთხელ “გამოიხშირა" - მისი ხალხი არაერთხელ დაუპირისპირდა სხვა კრიმინალების, კონკრეტულად “ჯანგველაძის კლანს”, ასევე “ნიკო გაგრინსკის,” რომლებიც “გულის”, ანუ აზერბაიჯანელი ე.წ კანონიერი ქურდის ნადირ სალიფოვის კლანის წევრები არიან.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ შესაძლოა, 2017 წელს, ასევე სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი შეტაკების ამბის გაგრელება იყოს. მაშინ “პიზის,” მხარდამჭერებმა, ბარცბასთვის მიუღებელი მეტოქეები - თემურ ახუბა, იგივე დინდირი და თემურ გვასალია, ანუ “მაკოლია” სასტიკად სცემეს და ე.წ კანონიერი ქურდის “სტატუსიც” ჩამოართვეს.

მაშინ ადგილობრივ “მილიციას” მომხდარზე გამოძიებაც არ დაუწყია, რადგან “პიზამ” საქმე ზედა ეშელონებში მოაგვარა. მოგვიანებით, “გული” სხვა თანამოაზრეებთან ერთად, “პიზას” ესტუმრა. მათ შორის დაძაბული საუბარი ორმხრივ სროლაში გადაიზარდა, რა დროსაც ყველა მათგანი დაიჭრა, გუდაუთელი “ბარცბა” კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

“ამას აუცილებლად მოჰყვება გაგრელება და არასდროს დამთავრდება ეს ამბები... იმ გოგონას, აკირთავას, 2 წლის შვილი ჰყავს. არავინ იცის, გამოვა თუ არა კომიდან და თუ გამოვა, სრულყოფილ ცხოვრებას თუ შეძლებს.

დიდი მადლობა ბატონ ხაჯიმბას, ასეთი სტაბილურობისთვის და ჩვენს თავსაც, ასეთი “თავისუფალი ცხოვრებისთვის" - წერენ აფხაზები.

ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად, ავტომანქანა, საიდანაც სროლა განხორციელდა, სოხუმის ერთ-ერთ რაიონში დამწვარი იპოვეს.

ქალაქში ე.წ. სამართალდამცავები გაძლიერებული რეჟიმით მოქმედებენ, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ჩაკეტილია ენგურის ხიდი, რასაც გალელები სოხუმში მომხდარ თავდასხმას უკავშირებენ, რადგან რამდენიმე პირზე ძებნაა გამოცხადებული.

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

"კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს" - მედია