ავტორი:

"კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს" - მედია

"კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს" - მედია

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავს, რომლის გახსნასაც 17 მაისისთვის გეგმავს. სააგენტო "რესის" ინფორმაციით, გადაწყვეტილება კოვიდვირუსის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. აკრძალვა ეხება ყველას ყოველგვარი გამონაკლისის სახით, მათ შორის, სატვირთო ავტომანქანების მიმოსვლას.

ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, "რესპუბლიკას" ესაჭიროება დრო, რათა კარანტინში მოათავსოს, გამოიკვლიოს და აღმოუჩინოს სათანადო დახმარება „მოქალაქეებს“, მათ შორის სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსანტების დიდ ჯგუფს, რომლებიც რუსეთში სწავლობენ.

დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი 14 წლის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ასევე არიან დედა და 6 წლის შვილი ახალგორიდან. ოკუპირებული რეგიონის ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ცხინვალის საავადმყოფოში ორი ექთანი მოაავსეს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ავადმყოფებთან და მძღოლთან.

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში