ავტორი:

ავიაკატასტროფა კონგოში - ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა

ავიაკატასტროფა კონგოში - ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 24 ადამიანი ემხვერპლა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შემთხვევა კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გომაში მოხდა.

მცირე ზომის თვითმფრინავი ადგილობრივ კომპანია Busy Bee-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავი კონგოს ქალაქ ბენისკენ მიფრინავდა, რა დროსაც ერთ-ერთ სახლს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით ინციდენტს თვითმფრინავის თექვსმეტივე მგზავრი და 2 პილოტი ემსხვერპლა. დანარჩენი გარდაცვლილები კი, შეჯახების მომენტში სახლში იმყოფებოდნენ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სამოაში წითელას ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა - გარდაცვლილთა უმრავლესობა 5 წლამდე ბავშვია

ბირთვული იარაღის არსებობა გაუმართლებელია - რაზე ისაუბრა რომის პაპმა ჰიროსიმასა და ნაგასაკში ვიზიტისას

არაბი პრინცესა გაუჩინარდა - ბასმას თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცეს