ავტორი:

"ნაცმოძრაობის" გვერდით არ დავდგებით - ბექა ნაცვლიშვილი და მისი თანამოაზრეები 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან

"ნაცმოძრაობის" გვერდით არ დავდგებით - ბექა ნაცვლიშვილი და მისი თანამოაზრეები 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან

„კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე" - ამ სახელწოდებით ფილარმონიასთან აქცია დასრულდა. აქციაზე რომლის ორგანიზატორებია დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ მთავარი მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება იყო.

თუმცა, გაჟღერდა სოციალური მოთხოვნებიც - 40 საათიანი სამუშაო კვირა, 500 ლარიანი მინიმალური ხელფასი, პროგრესული გადასახადი, სოციალური თანასწორობა, გამართული ჯანდაცვის სისტემა.

როგორც აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა განაცხადეს, საქართველოში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ელიტების ბრძოლა და პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს სოციალური თანასწორობის დამკვიდრება ქვეყანაში.

ბექა ნაცვლიშვილმა აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნაც დააანონსა. რაც როგორც მან განაცხადა, ისინი ოპოზიციის მიერ პარლამენტთან 25 ნოემბერს დაანონსებულ აქციას არ შეუერთდებიან და „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით არ დადგებიან.

"პარლამენტის პიკეტირება მალე დაიწყება" - გიორგი ვაშაძე პოლიციას მიმართავს

"ქართული ოპოზიცია VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი" - კობახიძე "გირჩის" აქცია-პერფორმანსს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა

ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს - იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება