რას წერს სალობიეს მფლობელი პრეზიდენტის ხმაურიან სტუმრობაზე

რას წერს სალობიეს მფლობელი პრეზიდენტის ხმაურიან სტუმრობაზე

პრეზიდენტის სტუმრობას სალობიე „ბიაში“, რესტორნის მფლობელი, შეფი გიორგი იოსავა ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან ახლოს მდებარე სალობიეში გუშინ იმ დროს მივიდა, როცა რამდენიმე ასეულ მეტრში აქციის მონაწილეები ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდნენ. ამის გაგებისთანავე აქციის მონაწილეთა ნაწილმა რესტორანთან გადაინაცვლა და მათ გარეთ გამოსული პრეზიდენტი გააცილეს შეძახილებით - „მონა“, „უსირცხვილო“, "შეცვალე".

შეფი გიორგი იოსავა მის რესტორანთან მომხდარ ინციდენტს ბათუმიდან გამოეხმაურა:

"გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემ სალობიე "ბია"-ს, ესტუმრა სალომე "ბუა". სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს! #სტუმარიღვთისაა" - წერს შეფი გიორგი იოსავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

გიორგი იოსავას კულინარიის მოყვარულები კარგად იცნობენ. მან უმაღლესი განათლება იურიდიული განხრით მიიღო, მოგვიანებით კი მზარეული გახდა. ის თბილისში უამრავი ცნობილი რესტორნის შეფ-მზარეული იყო, ახლა თავად ფლობს რამდენიმე რესტორანს და საკუთარ გამოცდილებას დამწყებ კულინარებს უზიარებს ''საქართველოს კულინარიის აკადემიაში”.

იოსავას ცნობილ კულინარიულ არხზე - "КухняТв" საკუთარი გადაცემა აქვს, სახელწოდებით - "Песня грузинской кухни". ამასთან, ის გახლდათ პირველი ქართული კულინარიული შოუს "რესტორანის" მენტორი.

ასეთი ლამაზი ბათუმი ჯერ არასდროს გინახავთ - იმოგზაურეთ ჯადოსნურ ზღვის ქალაქში

"რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახდა პროფესორი გამუაო..." - დედისგან მიღებული წერილი და გიორგი კეკელიძის "მწარე ვალენტინობა"

ერეკლე კოდუას თავბრუდამხვევი ევროპული ცხოვრება მესამე ცოლთან ერთად - რა პირად ფოტოებს აქვეყნებს კატიკა დიდა