ავტორი:

როგორ მოვამზადო ავტომობილი ტექ-დათვალიერებისთვის

როგორ მოვამზადო ავტომობილი ტექ-დათვალიერებისთვის

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლა ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა. რეგულაციების შემოღებიდან დღემდე კანონში არაერთი პუნქტი გამკაცრდა, რომელიც ავტომობილების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. მათ შორის ყველაზე რთულად მოსაგვარებელი მძღოლებისთვის გამონაბოლქვია.

ხშირ შემთხვევაში გამოუცდელი მძღოლები გამოსავალს ახალი ავტომობილების შეძენაში ხედავენ, თუმცა ეს არასწორი მიდგომაა, ვინაიდან პრობლემას არა ახალი ავტომობილი, არამედ მისი სწორად მოვლა და ინტენსიური შემოწმება აგვარებს. გამონაბოლქვის კონტროლი ტექნიკური ინსპექტირების პროცესში ძირითადი ეტაპია. მთავარი კრიტერიუმი ბენზინის ძრავიან ავტომობილებში CO-ს მაჩვენებლია. სტატისტიკის მიხედვით, ჭარბი CO-ს გამომწვევი მთავარი მიზეზი ძრავისთვის საწვავის არასწორი მიწოდებაა. პირველ ეტაპზე პრობლემა სწორედ ამ სისტემაში უნდა ვეძებოთ. იმ შემთხვევაში თუ ბენზინის მიწოდება ძრავამდე გზაში ფერხდება, საჭიროა საწვავის მიწოდების სისტემის სრულად გაწმენდა, რათა მფრქვევანა (ე.წ. "ფარსუნკა") ბენზინის საჭირო ოდენობის მიწოდება მოხდეს. ამისთვის როგორც წესი მარტივი გამოსავალი სპეციალური სითხეა), რომელიც რეზერვუარიდან გამომსვლელ მილებს ნადების მოშორებაში ეხმარება. მეორეს მხრივ თუ მიწოდების სისტემა მწყობრშია პრობლემა შესაძლოა ვეძებოთ მფრქვევანაში, რომელიც ძრავს საწვავის საჭირო ოდენობას აწვდის. მფრქვევანას გააჩნია მიკრო საწვეთურები, რომელიც საჭირო დროს ძრავში იმპულსურად აფრქვევს ბენზინს. იმ შემთვევაში თუ მფრქვვანას უხარიხო საწვავის გამო ნადები ან კოროზია ხელს უშლის საწვავის მიწოდებაში ძრავის ოთხტაქტიანი მუშაობის პრინციპი არასწორად მიმდინარეობს და მანქანის გამონაბოლქვში CO დადგენილ სტანდარტებში ვერ ჯდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელოსნოში მისულ მძღოლებს საწვავის სისტემის სრულად შეცვლას ურჩევენ, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. ამიტომ პირველ ეტაპზე მძღოლებმა შესაძლოა მარტივი მეთოდით სცადონ თავის დაძვრენა. საწვავის სისტემის გამწმენდი საშუალებების გამოყენებით შესაძლოა პრობლემა მარტივად აღმოიფხვრას. საწმენდი საშუალებები ერთის მხრივ პრობლემის საწყის ეტაპზე გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა მეორეს მხრივ კი პრევენციული ღონისძიება, რათა კოროზირება და გამტარუნარიანობის შემცირება სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ.

გარდა საწვავის სისტემის გაუმართაობისა, გამონაბოლქვის სტანდარტებში მოქცევას ძრავის გამართული მუშაობაც სჭირდება. საწვავის მიწოდების შემდეგ მისი შეკუმშვა და აფეთქება ხდება, რის შედეგადაც გამონაბოლქვი წარმოიქმნება. იმ შემთხვევაში, თუ ბენზინის ჩაფრქვევა გამართულია, მაგრამ შეკუმშვა აფეთქების პროცესი გაუმართავად მიმდინარეობს, ავტომობილი ინსპექტირების შესაბამის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში პრობლემა არა CO, არამედ ვიზუალური დაკვამლიანებაა, რომელიც ავტომობილის დახარვეზების მიზეზს წარმოადგენს. ალბათ ხშირად შეგინიშნავთ ლურჯი გამონაბოლქვი ავტომობილებზე. როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, ეს ზეთის წვის შედეგია. იმისთვის რომ მარტივი გასაგები იყოს, რა იწვევს ზეთის წვას გეტყვით, რომ ზეთი მიკროსკოპულ დონეზე მილიონობით მცირე ბურთულის ერთობლიობაა, რომელიც ერთმანეთზე დაგორავს. როდესაც ძრავი ერთი და იგივე ზეთის პირობებში მუშაობს ეს ბურთულები ცვდება, გორვის ნაცვლად ერთმანეთზე ცურვას იწყებს და ხახუნის ძალა მათ დაწვას და გარემოში აირის სახით გამოყოფას იწვევს. ამის გარდა ზიანდება ძრავის სარქველები და დგუშები. ეს ხშირად მძღოლების დაუდევრობით ან უყურადრებობით არის გამოწვეული, რომლებიც ზეთს ძრავში დროულად არ ცვლიან. თუმცა არის შემთხვევები როდესაც ზეთს სრული ციკლის დასრულებამდე, დროზე ადრე, ვცვლით, თუმცა კვამლი მაინც წარმოიქმნება. ეს ზეთის უხარისხობით არის გამოწვეული. ამიტომ პროფესიონალები, ავტომფლობელებს ხშირად სპეციალურ ზეთის დანამატებს ურჩევენ რაც ძრავის შიდა დეტალებს, დროთა განმავლობაში დაგროვილ ზეთის და საწვავის ნამწვს („ნაგარს“)აშორებს.გაჭედილ სარქველებს („კლაპნებს“) და დგუშის რგოლებს („კოლეცოებს“) ათავისულებს. ძრავის ზეთს აძლევს თავისუფლად ცირკულირების საშუალებას, რაც უზრუნველყოფს ძრავის დეტელების თანაბრად შეზეთვას და დეტალების ცვეთის შემცირებას. ზეთის დანამატების გამოყენებით მძღოლი ძრავის დეტალების ცვეთისგან მეტნაკლებად დაზრვეულია.მიუხედავად იმისა, რომ ბენზინიანი ძრავებისგან დიზელის ძრავი შედარებით განსხვავებულია, ამ შემთხვევაშიც დახარვეზებას ავტოინსპექტირების პროცესში, გამონაბოლქვის შთანთქმის კოეფიციენტი იწვევს. პრევენციისტვის მფრქვევანების („ინჟექტორების“) საწმენდი საშუალებების გამოყენება ამ დროსაც რეკომენდირებული.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ინსპექტოირების პროცესში ავტომობილების დახარვეზება ხშირად ძრავის არასწორი მუშაობით არის გამოწვეული, თუმცა ინსპექტირების ცენტრების ხელმძრვანელი ამტკიცებს, რომ არანაკლებ პრობლემურია სავალი ნაწილების გაუმართაობა. მძღოლების დიდი ნაწილი საქართველოში გაუმართავი დეტალის აღდგენა-რეკონსტრუქციას და ტექისნსპექტირების ამ მეთოდით გავლას ახერხებს, თუმცა ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. ვინაიდან სავალ ნაწილებში ერთიანდება ძირითადად ის დეტალები, რომელიც უშუალოდ მძღოლის მექანიკურ ბრძანებას ემორჩილება. მანქანის მართვა სრულად მძღოლზე მაშინ არის დამოკიდებული როდესაც სავალი ნაწილები მწყობრშია. მათი ნებიმიერი სახით დეფორმირება, სხვა ავტომობილის დეტალის მორგება, მათი გაჭყუნვა („გადაპრესა“) მძღოლს მართვის სადაავეებს ხელიდან ართმევს. დაზიანებული სავალი ნაწილის შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ახალი დეტალის შეძენაა. ამ შემთხვევაშიც კი დამონტაჟების სწორი მეთოდის გამოყენებაის და საჭირო საპოხი სასუალებების ფრთხილად შერჩევაა აუცილებელი.

ავტომოყვარულებს ხშირად სავალი ნაწილების შეცვლა უფრო იშვიათად უწევთ, ვიდრე გამოუცდელ მძღოლებს. ეს თითქოს პარადოქსულად ჟღერს, ვინაიდან დატვირთვა ავტომოყვარულების მანქანებს უფრო მეტი აქვს, თუმცა არსებობს, რიგი მიზეზები, რაც სავალი ნაწილების მუშაობის ხანგრძლივობას განაპირობებს. სავალი ნაწილების უმრავლესობა ეგრეთწოდებული სახსრის პრინციპით მუშაობს, რაც მათ საჭირო მოქნილობას ანიჭებს. სწორედ მათი მოქნილობით არის გამოწვეული მოხვევის შესაძლებლობა. ასევე უსწორმასწორო გზებზე ვიბრაციის მიუხედავად მანევრირებას სწორედ სავალი ნაწილები განაპირობებენ. ხშირი მოხმარების შედეგად მეტალისგან შექმნილი სახსრული ტიპის სავალი ნაწილები ცვდება. ვინაიდან რკინა რკინაზე ცურავს, რაც ხახუნის შედეგად დეტალის გაცხელებას და მის დამუშავებას იწვევს. ნებიმიერი ავტომოყვარული ამაში კარგად ერკვევა ამიტომ დეტალებს გადახურებისგან სპეციალური საპოხი საშუალებებით („ტაოტით“) იცავს. რაღა თქმა უნდა, ცვეთის შესახებ მანქანების საწარმოებშიც იციან და დეტალები ავტმობილის გამოშვების ეტაპზე საპოხი საშუალებებით მომარაგებულია. მძღოლებისთვის ეს დამამშვიდებელი სიგნალი ვერ იქნება, რადგან დროთა განმავლობაში ხშირი გაცხელება გაციებით საპოხი საშუალებები საკუთარ ფუნქციას, დაეხმარონ რკინის კონსტრუქციებს ერთმანეთზე სრიალში და შეამცირონ ხახუნის ეფექტი, კარგავენ. ამიტომ მოიძებნა მარტივი გამოსავალი. თითოეულ დეტალს, რომელიც საპოხი მასალის ქონას საჭიროებს დაუმონტაჟდა მინი ონკანი, საიდანაც ნებისმიერ დროს ძველი უფუნქციო მასის გამოღება და ახალი საპოხი საშუალებების ჩატუმბვაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლები ავტომობილის სავალ ნაწილებს წელიწადში ორჯერ სპეციალისტის ან საკუთარი ძალებით ხარიხიანი საპოხი საშუალებებით მოამარაგებენ, დეტალების მუშაობის ხანგრძლივობა გაორმაგდება.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილის მოვლისთვის საჭირო ხარისხიანი პროდუქციის შერჩევა, ძირითად შემთხვევებში მანქანის გამართულობას განაპირობებს. მძღოლებს ისღა დარჩენიათ, დამხმარე პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მოიძიონ, რომელიც მცირე პრობლემებს, საწყის ეტაპზევე, საკუთარი ძალებით მოაგვარებს.

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს