ავტორი:

"დღეებს ვითვლით" - ბერა ივანიშვილი შვილის მოლოდინში და ახალი ფოტო "ინსტაგრამიდან"

"დღეებს ვითვლით" - ბერა ივანიშვილი შვილის მოლოდინში და ახალი ფოტო "ინსტაგრამიდან"

ბერა ივანიშვილი "ინსტაგრამზე" ორსულ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, წარწერით - "დღეებს ვითვლით". ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი და ნანუკა გუდავაძე მალე მშობლები გახდებიან. 9 თვის ნანუკა არაჩვეულებრივად გამოიყურება. ბავშვის სქესი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ბერა და ნანუკა ბიჭს ელოდებიან.

ნანუკამ და ბერამ ჯვარი გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს. სვეტიცხოველში ნანუკას თეთრი კაბა ეცვა, ტრადიციული ქართული ელემენტებით, ბერას კი - ასევე თეთრი ფერის ჩოხა.

წვეულებაზე 150 ადამიანი იყო დაპატიჟებული, მათ შორის პოლიტიკოსთაგან კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ქორწილს აფორმებდა ანსამბლი "ერისიონი" და ფრანგი და ბრაზილიელი მუსიკოსები. მიწვეულთა შორის არ აღმოჩნდა ბერა ივანიშვილის ნათლია, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.

ბუბა კიკაბიძის შვილიშვილი დაქორწინდა - როგორ მოილხინა მომღერალმა წვეულებაზე

"ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - ვახო ჭუმბურიძის გულახდილი აღიარება თამაშდამოკიდებულების შესახებ

"ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე