ავტორი:

"ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე

"ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე

ცნობილი მსახიობი ნიკა თავაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მსახიობი მომიტინგე პოლიტიკოსებს "ძველ ცოდვებს" უხსენებს:

"სერგო ორჯონიკიძე დღეს, საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებს.... გებელსი ადამიანის უფლებებს... რამე არ მოგწონს? შენში პროტესტს იწვევს? ძალიან კარგი, ასეც უნდა იყოს და ნებისმიერ უკანონობას წინ უნდა გადაუდგე და ყველას პასუხი უნდა აგებინო და გამოიყენო ამისთვის ყველა რესურსი, რაც გაგაჩნია, მაგრამ ქვეყნის და ხალხის მოძულე, რომელმაც კონსტიტუცია და კანონი ბებიამისის ფოხანივით მოირგო, რომელმაც გასვარა და გაანადგურა ყველაფერი ძვირფასი და მერე - როგორც აწყობდა გააპრავა, ამასთან ერთად დგახარ და მორალზე მელაპარაკები? კანონიერებაზე და ადამიანის უფლებებზე?

მათ დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ. კლავდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო. რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ, ,,ორი გვამის” მომთხოვნი, რომელიც ისეთი ჯალათია, რომ ვეღარც გრძნობს, რას ლაპარაკობს, თან კამერების წინ... და პრემიას პირდება თანაც დიდს, თუ მოკლავენ და გვამებს მოუტანენ... ამ ვიდეოში ყველაზე საშინელი არა წარმოთქმული ტექსტია, არამედ ის, რომ ეს იქ მყოფთათვის ახალი არ არის, პირველად არ ესმით, რომ ასეთი ბრძანება სხვა დროსაც მიუღიათ. ეს არის საშინელება...

და ესენი ლაპარაკობენ, დღეს რა არის დემოკრატია და კანონი. რისი უფლება აქვს თუ არ აქვს ვინმეს? ხო და... იმას თუ ვერ ხვდები, ვის გვერდით გიწევს გაპროტესტება, იმასაც ვერ მიხვდები, რას ნიშნავს, როცა სერგო ორჯონიკიძე საქართველოს დამოუკიდებლობას იცავს და იოზეფ გებელსი ადამიანის უფლებებს" - წერს თავაძე.

ბუბა კიკაბიძის შვილიშვილი დაქორწინდა - როგორ მოილხინა მომღერალმა წვეულებაზე

"ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - ვახო ჭუმბურიძის გულახდილი აღიარება თამაშდამოკიდებულების შესახებ

"დღეებს ვითვლით" - ბერა ივანიშვილი შვილის მოლოდინში და ახალი ფოტო "ინსტაგრამიდან"