ავტორი:

The Blackest Friday - სად მივიღოთ პროდუქცია 100%-მდე დანაზოგით

The Blackest Friday - სად მივიღოთ პროდუქცია 100%-მდე დანაზოგით

Hotsale.ge-ზე „შავი პარასკევი“ უკვე დაიწყო. დანაზოგების მასტიმულირებელი ყველაზე მძლავრი პლათფორმა საქართველოში 28, 29 და 30 ნოემბერს კიდევ უფრო მეტ დანაზოგს შემოგთავაზებთ სპეციალური კატეგორიის The Blackest Friday-ის საშუალებით.

„ჩვენი საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ Hotsale.ge-ზე მუდამ „შავი პარასკევია“, რადგან ჩვენთან მომხმარებელი ყოველდღიურად გონივრული დანაზოგით იძენს ათასობით პროდუქტსა თუ მომსახურებას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, Black Friday-ზე მათთვის ყველასგან გამორჩეული ფასები და შესაბამისად, The Blackest Friday შეგვეთავაზებინა. ვებგვერდზე სამი დღის განმავლობაში იქნება სპეციალური კატეგორია The Blackest Friday, რომელიც სხვადასხვა შეთავაზებას გააერთიანებს და მომხმარებელს დაუჯერებელი დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს,“- განმარტავს Hotsale.ge-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გორდულაძე.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, Hotsale.ge-ზე The Blackest Friday შეეხება როგორც სტანდარტულ და ისე პრემიუმ კლასის სასტუმროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სილამაზისა და ესთეტიკის წამყვან კლინიკებს, ჯანმრთელობის კატეგორიას, უგემრიელეს მენიუებსა და ბურგერ ბარებს. განსაკუთრებული დანაზოგის მიღება შესაძლებელი იქნება ალკოჰოლის კატეგორიის მძიმე,ულტრა ლაქშერი პროდუქტებზე ისევე, როგორც წამყვანი მარნებისა და კომპანიების ღვინოებზე. Hotsale.ge-ის „შავი პარასკევი“ გამორჩეული იქნება იმითაც, რომ 200-მდე შეთავაზებაზე მომხმარებელი 100%-მდე დანაზოგს მიიღებს ანუ ამ კატეგორიის პროდუქციასა და მომსახურებას თითქმის უფასოდ მიიღებს.

რაც შეეხება Hotsale.ge-ს, ის მომხმარებელს ტრადიციულად მრავალფეროვანი პროდუქტისა და მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. ვებგვერდზე 12 კატეგორიაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და თითოეული მათგანი მეტად აქტიური და ყოველდღიურად განახლებადია. დანაზოგების მასტიმულირებელი პლათფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველდღიური ცხოვრების ხარჯებში მნიშვნელოვანი და გოვინრული დანაზოგი გააკეთონ. Hotsale.ge-ს The Blackest Friday-ზე კი თითოეული მომხმარებელი შეძლებს, მიიღოს უამრავი საჩუქარი მისთვის სასურველ მომსახურებასა თუ პროდუქტზე.

#არგამოტოვო The Blackest Friday #ჯერჰოთსეილზენახე, რადგან #დაზოგვაგონივრულია.

პურის დადებითი და უარყოფითი თვისებები

Black Friday „ტოიოტა ცენტრ თბილისში“

სად დაგხვდებათ 28-29 ნოემბერს Black Friday-ის საუკეთესო ფასდაკლებები?