"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში

"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ქუჩები დილიდან გადაკეტილია, ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალებას არ აძლევს.

პარლამენტის მიმდებარედ ორი საჯარო სკოლა - თბილისის კლასიკური გიმნაზია და 47-ე საჯარო სკოლა მდებარეობს, რომელთა მოსწავლეების ნაწილი, ბოლო დღეებია გაკვეთილებს არ ესწრება ქალაქში განვითარებული მოვლენების გამო. მშობლების ნაწილი ამბობს, რომ თითქმის ბოლო 2 კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, თუმცა, არც სკოლების ადმინისტრაცია და არც განათლების სამინისტრო ამაზე რეაგირებას არ ახდენს.

47-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა ხუციშვილის განცხადებით, დღეს სკოლაში მოსწავლეების 32% პროცენტი არ გამოცხადდა. მისივე თქმით, შესაძლოა ეს სკოლის ტერიტორიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას უკავშირდებოდეს, თუმცა, მისივე თქმით, სკოლასთან არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და მოსწავლეები და მასწავლებლები უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

"სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ჩანს, მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების სკოლაში გამოშვებაზე.

გვაქვს სტატისტიკური მონაცემი, რომ სასწავლო პროცესს არ ესწრება ბავშვების 32 პროცენტი. სულ 1700 ბავშვია ჩვენს სკოლაში და ათასზე მეტი ბავშვი ესწრება გაკვეთილებს, შეფერხება არ გვაქვს.

ჯერ არ გვისაუბრია მშობლებთან იმაზე, თუ რატომ არ მოვიდნენ ბავშვები სკოლაში, მაგრამ დღეს დღის ბოლოს დაურეკავენ პედაგოგები და გამოკითხავენ მიზეზს. ალბათ, ხვალ მოვლენ ბავშვები.

უნდა ითქვას, რომ ჩვენ შეუფერხებლად გადავაადგილდებით და მოვდივართ სკოლამდე, ამდენი ბავშვი მოვიდა და როგორ მოვიდნენ აბა?! ზევიდან გადავდივართ, ქვემოდანაც არის სხვადასხვა ქუჩები. არანაირი საფრთხე არ არსებობს... ზოგიერთი მშობლის ფანტაზიას არ აქვს საზღვარი" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ირმა ხუციშვილმა.

მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. როგორც სკოლის დირექტორმა თამარ კაპანაძემ AMBEBI.GE-ს განუმარტა, მშობლებმა დღეს მოსწავლეების სკოლაში მიყვანისგან თავი შეიკავეს.

"სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, თუმცა დასწრების დაბალი მაჩვენებელია. მოსწავლეების თითქმის 35% არ გამოცხადდა სკოლაში. მშობლებმა თავი შეიკავეს მათ გამოშვებაზე. თუმცა, შეფერხება არ არსებობს და ჩვეულებრივ ტარდება გაკვეთილები" - განაცხადა თამარ კაპანაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რამდენიმე დღეა ფაქტობრივად, პარალიზებულია. დღეს დილიდან, ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი. ჩაკეტილია ასევე ინგოროყვას ქუჩაც.

რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.

გადაადგილება კი თავისუფლადაა შესაძლებელი უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბიჭის მშობლები გახდნენ

"ვის ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!" - აქციის დარბევისას თვალდაკარგულ გიორგი სულაძეს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა

"მის ცხოვრებაში არ ვერეოდი, 1-2 გოგოს ნაკლოვანებაზე მივანიშნე" - როგორი დედამთილია მარინა კახიანი და რა საერთო აქვს "ნატრულისთან"