ავტორი:

სისასტიკით ცნობილ ციხეში ათასობით პატიმარი საიდუმლოდ ჩამოახრჩეს - სირიაში ჯიჰადისტებს სასამართლოს გარეშე დასჯიან

სისასტიკით ცნობილ ციხეში ათასობით პატიმარი საიდუმლოდ ჩამოახრჩეს - სირიაში ჯიჰადისტებს სასამართლოს გარეშე დასჯიან

ჯიჰადისტებს, რომლებიც სირიის ციხეებში არიან მოთავსებული, სიკვდილით დასჯა სასამართლო განხილვების გარეშე ემუქრებათ - „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა განაცხადა. ბაშარ ალ-ასადის თქმით, შეიქმნება სპეციალური სასამართლოები, სადაც ტერორისტებს განაჩენს სირიის კანონის შესაბამისად გამოუტანენ. ქვეყანაში ტერორისტული საქმიანობა სიკვდილით ისჯება.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, სისასტიკით ცნობილ საიდნაიას ციხეში, რომელიც დამასკოში მდებარეობს, ათასობით პატიმარი საიდუმლოდ ჩამოახრჩეს. ათასზე მეტი კი წამებისა და შიმშილის შედეგად გარდაიცვალა.

პატიმრებს ხშირად სცემენ და აწამებენ, მათზე სექსუალურადაც ძალადობენ.

ასადმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი „პარი მატჩთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა, როდესაც ქურთებთან მოლაპარაკების შესახებ დაუსვეს კითხვა. ქურთული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები სამართავად სირიის ხელისუფლებას უბრუნდება, იქ მდებარე ციხეებში კი 10 ათასზე მეტი ტერორისტია მოთავსებული, მათ შორის 2 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„ყველა ტერორისტი, რომელიც სირიის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, სირიის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდება. ტერორისტებისთვის სპეციალური სასამართლოები გამოიტანენ განაჩენს,“ - განაცხადა ასადმა.

ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

ქმარმა უსინათლო ცოლს სურნელოვანი ყვავილების ბაღი გაუშენა, რათა სამყარო სუნით შეეგრძნო

27 წლის  მილიონერი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ფოტოებს გადაუღებს და ამაში 55 ათას დოლარს გადაუხდის