ავტორი:

როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს

როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს

სახსრების ტკივილით, შეშუპებითა და მოძრაობის შეზღუდული უნარით 65 წელს გადაცილებული ადამიანების 90% იტანჯება. სახსრების დაავადების გამომწვევი მიზეზები ასაკობრივ ცვლილებებს უკავშირდება. ამ დროს ნელდება მეტაბოლიზმი, სახსრები იწყებს ტკაცუნს და აღარ არის ისეთი მობილური, როგორიც ახალგაზრდობაში იყო.

სახსრების პრობლემების მოგვარება მარტივი ნამდვილად არ არის და რიგ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც საჭიროა. ამ საკითხზე დეტალურად სასაუბროდ "ნიუ ჰოსპიტალსის" ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლუხუმ ჭანტურიასა და ორთოპედიული ქირურგიის ხელმძღვანელს, გიორგი ჭუმბურიძეს მივმართეთ.

ლუხუმ ჭანტურია : თანამედროვე მეცნიერება და მედიცინა ამ კითხვაზე მტკიცე პასუხს სცემს. დიახ, ეს შესაძლებელია. სახსრების კორექციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ენდოპროთეზირებაა. ეს ჩარევა ხდება ართრიტის, ტრავმის, ოსტეოპოროზის, ვირუსული და ინფექციური დაავადებების, თანდაყოლილი ანომალიების და დაზიანებების დროს. ენდოპროთეზირება საჭიროა იმ შემთხვევებშიც, როდესაც დატვირთვის დროს იმატებს ტკივილი, ასევე კიდურის სიმოკლის, საკუთარი თავის მოვლის გართულებისა და გადაადგილების უნარის შეზღუდვის შემთხვევაში.

ენდოპროთეზირებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არა არსებობს. მისი გაკეთება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მთავარია პაციენტი წინასაოპერაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

- რა არის ენდოპროთეზირება?

გიორგი ჭუმბურიძე - ენდოპროთეზირება არის სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური სახსრით. სხვადასხვა მიზეზით დაზიანებული და არასრულყოფილად მომუშავე სახსრების სასახსრე ზედაპირების ჩანაცვლება ხდება. ზოგადად, ენდოპროთეზირების ოპერაციები მედიცინის მიღწევად ითვლება, რადგან ისინი საიმედო და ხანგრძლივ შედეგს იძლევა. ოპერაციების 90%-ის შემთხვევაში პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გრძნობს.

ენდოპროთეზი მრავალი სახეობის არსებობს და სხვადასხვა მასალის კომპონენტისაგან შედგება. ესენია პოლიეთილენი, კერამიკა, ტიტანი და სხვა. ენდოპროთეზის მოდელის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის გათვალისწინებით, ასევე გამომდინარე სახსრის ფუნქციურ-ანატომიური მონაცემებიდან და დაავადების ფორმისა და ხარისხის მიხედვით.

- "ნიუ ჰოსპიტალსში" როგორ ხდება ენდოპროთეზირება?

გიორგი ჭუმბურიძე : "ნიუ ჰოსპიტალსში" გამოიყენება მხოლოდ ულტრათანამედროვე, მინი-ინვაზიური და უცემენტო ტიტანის მოდელები კერამიკული კომპონენტებით. ამ სახეობის ენდოპროთეზებს გააჩნიათ სხვებთან შედარებით ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა და მათი იმპლანტაციის შემთხვევაში, პაციენტები შედარებით სწრაფად და უმტკივნეულოდ ახერხებენ მობილიზაციას.

- როგორია ოპერაციისთვის მოსამზადებელი პროცედურა?

ლუხუმ ჭანტურია - პირველ ეტაპზე პაციენტი კონსულტაციას გასდის ტრავმატოლოგ-ორთოპედთან, რომელიც საჭიროებისამებრ გადაამისამართებს დამატებით გამოკვლევებზე. თუ კვლევებმა დაადგინა, რომ პაციენტს ენდოპროთეზირება სჭირდება, მაშინ მას უკვე ოპერაციისთვის ვამზადებთ. ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია რომ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი ჰქონდეს.

- რეაბილიტაციის პროცესი რამდენ ხანს გრძელდება და რამდენად რთულია ის?

ლუხუმ ჭანტურია - რეაბილიტაცია ოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათში იწყება. პაციენტი პირველ მოძრაობას ქირურგის რეკომენდაციების მიხედვით იწყებს. აუცილებელია სახსრების ვარჯიშები. რეკომენდებულია სეირნობა. მოძრაობის სრული აღდგენა და ცხოვრების აქტიურ რეჟიმში დაბრუნება თვენახევრის შემდეგ ხდება.საბოლოოდ, ამ ოპერაციით ადამიანების ცხოვრების სტილი რადიკალურად იცვლება. ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება, საშუალება ეძლევათ, რომ დამოუკიდებლად იარონ, წავიდნენ სტუმრად თუ საყიდლებზე და გააკეთონ ყველაფერი, რაც მოუნდებათ.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190.

რა ისტორია აქვს „შავ პარასკევს“ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მისი ლოდინი აღარ დაგვჭირდეს?

ბრიტანულ ვებპორტალებზე აჭარის შესახებ ბლოგები გამოქვეყნდება

„კონსტრუქტ2-მა“ „რეგისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა