ავტორი:

ზესტაფონში პატრულს მანქანა დაეჯახა და მიიმალა - გარდაცვლილი 33 წლისაა

ზესტაფონში პატრულს მანქანა დაეჯახა და მიიმალა - გარდაცვლილი 33 წლისაა

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრული გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა - ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მიხეილ ხაჩიძეს იმ დროს დაეჯახა, როცა პატრული სამსახურებრივი მანქანიდან გადმოდიოდა.

პოლიციელს მრავლობითი ღია და დახურული ტიპის მოტეხილობები აღენიშნებოდა და ის კლინიკა "ფერომედში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ხაჩიძის გადარჩენა ვერ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი ადგილიდან მიიმალა და ამჟამად მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

შსს გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ სიძე-ცოლისძმას მეორე დღეა ეძებენ

უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მისი მეუღლე

ზუგდიდის რაიონში ავტომობილი ჭიშკარს შეეჯახა და აალდა - მძღოლი ადგილზე დაიღუპა