ავტორი:

უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მისი მეუღლე

უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მისი მეუღლე

უკრაინაში, კიევში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ნიკა დავითაშვილი ჭაში იპოვეს ჩავარდნილი. ჯერჯერობით უცნობია, ეს უბედური შემთხვევაა თუ მკვლელობა.

ნიკა დავითაშვილი მოდელ თიკა სიხარულიძის მეუღლე იყო. წყვილს ორი არასრულწლოვანი შვილი - ქალ-ვაჟი ჰყავთ.

"ჩემი ლამაზი სიზმარი დამთავრდა" - წერს თიკა სიხარულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. მოდელს მეგობრები და ახლობლები უსამძიმრებენ.

თიკა სიხარულიძე სამოდელო სააგენტო "ნატალის" პირველი თაობის მოდელია და პოდიუმზე ისეთი ცნობილი სახეების გვერდით იდგა, როგორებიც არიან: ნინო ცქიტიშვილი, ლიკა კვარაცხელია, თაკო ჩხეიძე, ნათია მაქაცარია და სხვები.

ამასთან, თიკა პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა ფრანგულ სააგენტოსთან და ევროპაში მუშაობდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ნიკა დავითაშვილი უკრაინაში ბიზნესთან დაკავშირებით იმყოფებოდა. ის ორი დღის წინ დაიკარგა და გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში სიტუაცია დაიძაბა - საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ქარელში 22 წლის ბიჭი მოკლეს

ჩხოროწყუში დააკავეს პოლიციელი, რომელსაც 34 წლის მამაკაცი  გაუპატიურებაში ადანაშაულებს